Thumbnail

ჯანო ანანიძის პრეზენტაციაზე 500-ზე მეტი ფანი მივიდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კრილია სოვეტოვი ფანებს შეხვდა
  • ჯანო ანანიძის პრეზენტაცია

რუსული პრემიერ-ლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კრილია სოვეტოვმა გულშემატკივრებთან შეხვედრა და ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია მოაწყო. ჯანო ანანიძისა და კიდევ 6 ახალი ფეხბურთელის პრეზენტაციაზე 500-ზე მეტი ფანი მივიდა. შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი კრილია სოვეტოვში მოსკოვის სპარტაკიდან სეზონის ბოლომდე იჯარით გადავიდა.

სხვათა შორის კრილია სოვეტოვი წლეულს პირველად ჩავიდა სამარაში, საწვრთნელი შეკრებები გუნდმა უცხოეთში გაიარა, შემდეგ კი პირდაპირ მოსკოვში ჩაფრინდა, სადაც ქვეყნის ჩემპიონ ლოკომოტივს 2:2 ეთამაშა. ამ შეხვედრაში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა ჯანო ანანიძემ, რომელიც INSTAT-ის ტურის რჩეულთა შორის მოხვდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები