Thumbnail

რეტროგრადები! - უცხოური მედიის გამოხმაურება რაგბის კავშირის განცხადებაზე

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • უცხოური მედია საქართველოს რაგბის კავშირის განცხადებას გამოეხმაურა
  • ყველაზე მეტად ზელანდიელები აქტიურობენ

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის გოჩა სვანიძის საგანგებო განცხადებას მსოფლიო რაგბის ახალი ინიციატივის, 12-გუნდიანი მსოფლიოს ლიგის შესახებ, საერთაშორისო მედიაში გარკვეული რეზონანსი მოყვა.

საქართველოს რაგბის კავშირის მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული 3-წუთიანმა სუბტრიტრებიანმა განცხადებამ მსოფლიო მედია მოიარა. ზოგიერთმა გამოცემამ კი მას წერილიც მიუძღვნა. საერთაშორისო მედია აქცენტს სვანიძის მკაცრ განცხადებაზე აკეთებს, რომელმაც მსოფლიო რაგბის მამებს "რეტროგრადები" უწოდა. 

გოჩა სვანიძე და მილტონ ჰეიგი

Stuff.co.nz 

"ქართული რაგბის ბოსი მწვავედ აკრიტიკებს მსოფლიო რაგბის შემოთავაზებული ცვლილებებისთვის", - წერს ზელანდიური  Stuff. 

"ქართველები ძალზე მწვავედ აკრიტიკებენ ახალ შემოთავაზებას მსოფლიოს ლიგის შესახებ, რადგან ეს მზარდ ევროპულ ქვეყანას მეორე დონის ქვეყნებში სამუდამოდ ჩატოვებს. ქართული რაგბის ბოსმა "ტვიტერზე" მიმართვაში მსოფლიო რაგბის ბოსებს სულ რეტროგრადები უძახა. საქართველოს ნაკრები თანამედროვე რაგბიში ერთ-ერთი საუკეთესო შერკინება ჰყავს და ეს ქვეყანა სწრაფად პროგრესირებს და დიდი ხანია, ექვს ერში ჩართვის ამბიცია აქვს. მაგრამ მსოფლიო ლიგის 12-გუნდიანი პროექტი, მათ საბოლოოდ "გაჭედავს" მეორე დივიზიონში. მათ სწორედ ის ემუქრებათ, რაც წყნარი ოკეანის კუნძულელებს", - წერს გამოცემა. 

Newshub

"მაშინ, როცა იტალიელებს ტურნირზე დამკვიდრება უჭირთ, ქართველებს 2015 წელს შესანიშნავი მსოფლიოს თასი ჰქონდათ და 4 წლის განმავლობაში მათ ექვს ერში შესვლის ამბიცია აქვთ.

საქართველოს ახლა მსოფლიოში მე-12 ადგილზეა და სამი საფეხურით უსწრებს ექვსი ერის მონაწილე იტალიას. ქართული რაგბის ბოსი გოჩა სვანიძე არაოფიციალურად შემოთავაზებულ მსოფლიო ლიგის პროექტს მიუღებელს უწოდებს. ის მოუწოდებს მეორე დონის ქვეყნების განვითარებისთვის მსოფლიო ლიგაში გავარდნა/შემოსვლის დამკვიდრებისკენ", - წერს Newshub.

RugbyPass

"ქართული რაგბის ბოსმა 3 წუთში ჩაატია თავისი სათქმელი, თუ რას ფიქრობს ის მსოფლიო რაგბის "რეტროგრად" ხელმძღვანელებზე. "ეს მსოფლიოს ლიგა ქართველების და კუნძულელების გარეშე იქმნება. და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში იტალიასაც უსწრებს და აშშ-საც, რომელთათვისაც ლიგაში ადგილი გადანახული აქვთ", - წერს RugbyPass-ის ჯოშ რეიზი. 

"ეს სიახლე კატასტროფულია საქართველოსთვის, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა სარაგბო ქვეყნისთვის. ასე რომ, კარგად გვესმის ქართული რაგბის ბოსის დამოკიდებულება და მისი ეპითეტებიც მსოფლიო რაგბის ჩინოსნების მიმართ - "რეტროგრადები, რომლებიც საკუთარი ცხვირის იქით არ იყურებიან". 

"როგორც ჩანს, ქართველებს ბევრი დაუდგება გვერდში, მათი რაგბის სპორტული წინსვლა აშკარაა, ყველას ახსოვს დაძაბული მატჩი უელსთან, რომელმაც აჩვენა, თუ რამხელა პროგრესი აქვთ "ბორჯღალოსნებს. მსოფლიო ლიგის პროექტმა, რომელიც გასულ კვირას გახდა ცნობილი, გულშემატკივრების, მოთამაშეებისა და ქვეყნების დიდი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია", - წერს RugbyPass.

The New Zealand Herald 

ახალი ზელანდიის მოწინავე გაზეთიც ეხმიანება ამ თემას. "ქართველები ექვს ერში აღზევებას ელოდნენ და ახლა იღებენ 12-გუნდიანი მსოფლიო ლიგის პროექტს, სადაც მათთვის კარი დაკეტილია. გოჩა სვანიძე აცხადებს, რომ ისინი შოკირებული არიან, ამ პროექტით. ქართული რაგბის ბოსს იმედი აქვს, რომ მათ ბრძოლაში მხარდამჭერები პირველი დონის ქვეყნებშიც ეყოლებათ", - წერს The New Zealand Herald.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები