Thumbnail

ასეთ ჯარიმებს ურტყამს მალდინის შვილი! ნახეთ დანიელეს გოლი პალერმოს კარში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დანიელე მალდინიმ მიმდინარე სეზონში მე-5 გოლი გაიტანა
  • მილანის ახალგაზრდული გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის

მილანის ახალგაზრდულმა გუნდმა პრიმავერას 21-ე ტურის მატჩში, უშუალო კონკურენტი პალერმო 3:1 დაამარცხა. მილანელებმა 31 წუთში 2 გოლის გატანა მოახერხეს. მატჩის 31-ე წუთზე პალერმოს კარში დანიელე მალდინიმ ჯარიმა გაიტანა! ის პაოლო მალდინის შვილია. უმცროსმა მალდინისთვის ეს ამ სეზონში მე-5 გოლია.

მილანი გადარჩენისთვის იბრძვის. 'როსონერის' ახალგაზრდული გუნდი 21 ქულით მე-15 ადგილზეა. ამ მატჩში მატია კალდარამაც ითამაშა, რომელიც მილანმა ლეონარდო ბონუჩის იუვენტუსში ტრანსფერის შემდეგ მიიღო. კალდარა ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება და ჯერჯერობით ახალგაზრდულ გუნდს ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები