Thumbnail

ოქსანა კალაშნიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ოქსანა კალაშნიკოვასა და ვარვარა ლეპჩენკოს დუეტმა პირველი წრე იოლად გაიარა.
  • ქართულ-ამერიკულ დუეტს ტურნირის პირველი ნომერი წყვილი ელის.

ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი გამარჯვება იზეიმა ოქსანა კალაშნიკოვამ, მან წყვილთა თანრიგის პირველ წრეში იმარჯვა. კალაშნიკოვა მსოფლიოს 70-ე ჩოგანია წყვილებში. 

► ბასილაშვილმა ბემელმანსსაც მოუგო! ქართველი ჩოგბურთელი ავსტრალიის მესამე წრეშია!

2016 წელს ოქსანა კალაშნიკოვამ ავსტრალიის ღია პირველობის წყვილებში მესამე წრეში გააღწია.

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ ვარვარა ლეპჩენკოს შეუწყვილდა კარიერაში პირველად. ქართულ-ამერიკულმა დუეტმა საათსა და 18 წუთში დაამარცხა ჩინელების, ქიან ვანგისა და იაფან ვანგის დუეტი - 6:4, 6:2.

მეორე წრეში კალაშნიკოვა და ლეპჩენკო ტურნირის პირველ ნომრებს - ანდრეა ჰლავაჩკოვასა და ლატიშა ჩანს შეხვდებიან. 

ავსტრალიის ღია პირველობის ახალგაზრდულ ტურნირზე საკვალიფიკაციო წრეში ითამაშა ზოზია ქარდავამ. იგი სერბ ანდიელა სკრობონიასთან დამარცხდა - 2:6, 6:3, 6:7 (8),

კომენტარები

ბოლო ამბები