Thumbnail

ქალთა რაგბი | ავსტრალიის ნაკრების კაპიტანი მოწინააღმდეგის კბენისთვის დასაჯეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ავსტრალიის ქალ მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დაისაჯა
  • ლიზ პატუმ თამაშის დროს, მოწინააღმდეგეს უკბინა

მკაცრი სასჯელი არასპორტული საქციელის გამო - ავსტრალიის ქალ მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ლიზ პატუ რაგბის უახლოესი 6 კვირის განმავლობაში ვეღარ ითამაშებს. დისკვალიფიკაციის მიზეზი ისაა, რომ მან მატჩის დროს მოწინააღმდეგეს ხელზე უკბინა. თვენახევრიანი დისკვალიფიკაცია იმას ნიშნავს, რომ 29 წლის პატუ Super W-ს სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს.

ლიზ პატუსთვის (მარჯვნივ) სეზონი დამთავრდა

პატუმ (ქუინსლენდი) თანამემამულე რებეკა კლოჰს (ვესტერნ აუსტრალია) უკბინა. ავსტრალიის ნაკრების კაპიტანმა ჩადენილი საქციელი მოგვიანებით აღიარა და ბოდიში მოიხადა. „ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა. ასეთ რამეს აღარასოდეს გავიმეორებ. დისკვალიფიკაცია მისაღებია,“ - განაცხადა პატუმ. აღსანიშნავია, რომ ქუინსლენდმა თამაში 28:3 მოიგო.

ავსტრალიის ნაკრების მთავარი მწრთნელი დუეინ ნესტორი ამბობს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, შეინარჩუნებს თუ არა პატუ ამ საქციელის შემდეგ ეროვნული გუნდის კაპიტნის წოდებას. „ფაქტია, რომ ძალიან ცუდად მოიქცა,“ - აცხადებს ნესტორი.

კომენტარები

ბოლო ამბები