Thumbnail

ლებრონის და ლეიკერსის საქმე ცუდადაა! ასეთი თამაშით არაფერი გამოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეიკერსმა ზედიზედ მესამე მატჩი წააგო
  • ლებრონ ჯეიმსმა მაიკლ ჯორდანს ვერ გადაასწრო

ლებრონ ჯეიმსის და ლეიკერსის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კალიფორნიელებმა ლოს ანჯელესური დერბიც წააგეს (105:113 კლიპერსთან), რაც ლეიკერსისთვის ზედიზედ მესამე მარცხია. ლეიკერსის სერიოზულ კრიზისზე ის ფაქტი უფრო მეტყველებს, რომ 31 იანვარს, სწორედ კლიპერსთან მოგებული მატჩის შემდეგ, ლებრონის გუნდმა 12 მატჩიდან 9 წააგო.

თუმცა მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კვლავ ლებრონი იყო - მან 27 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. ამრიგად, ჯეიმსს 13 ქულა აკლია იმისთვის, რომ NBA-ს ისტორიაში ჩაგდებული ქულებით ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანს გადაასწროს. რაჟონ რონდომ სამმაგი დუბლი შეასრულა - მის ანგარიშზე 24 ქულა, 12 პასი და 10 მოხსნა იყო. აღსანიშნავია, რომ ლეიკერსს ტრავმის გამო ბრენდონ ინგრამი აკლდა. თამაშის დროს დაშავდა კაელ კუზმაც.

კლიპერსიდან საუკეთესო დანილო გალინარი იყო, რომელმაც 23 ქულა ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მატჩს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ესწრებოდა. ამ მოგებით კლიპერსმა პლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა - 37 მოგებითა და 29 მარცხით გუნდი დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა. ლეიკერსი კი საპლეიოფო ზონას უფრო და უფრო შორდება. ლებრონის გუნდი მე-10 ადგილზეა და მერვეადგილოსან სან ანტონიოს 6 მოგებით ჩამორჩება. პლეი ოფში გასასვლელად ლეიკერსს მოგებათა დიდი სერია დასჭირდება.

📺 ვიდეო: ლეიკერსი 105:113 კლიპერსი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები