Thumbnail

CS:GO | IEM კატოვიცე Astralis-მა მოიგო - დანიელებმა ENCE-ს ზღაპარი დაასრულეს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Astralis-მა მეიჯორი მესამედ მოიგო
  • დანიელებს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი გუნდი ჰყავთ

კატოვიცეში CS:GO-ს სამ კვირიანი ტურნირი დასრულდა. Valve-ს ისტორიაში მე-14 მეიჯორი Astralis-მა მოიგო, რომელმაც დიდ ფინალში ENCE eSports დაამარცხა. ტურნირის საპრიზო ფონდი ერთი მილიონი აშშ დოლარი იყო. ENCE-ს ზღაპრული სვლა ჰქონდა და მთავარ აღმოჩენად სწორედ ფინური გუნდი შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგრამ ისინი დომინანტმა Astralis-მა შეაჩერა. ფინელებმა ჯერ ევროპული მაინორი მოიგეს, შემდეგ Challengers Stage და ახალი ლეგენდების ტურნირი, ხოლო პლეიოფში კი Team Liquid და Na'Vi დაამარცხეს.

დიდ ფინალში ENCE-მ აკრძალა Nuke-ს თამაში, Astralis-მა Cache. ENCE-მ აირჩია Train, Astralis-მა Inferno. გადამწყვეტი რუკა კი საჭიროების შემთხვევაში Overpass იქნებოდა.

დიდი ფინალი - Astralis - ENCE eSports

პირველი რუკა - Train

ENCE-მ პირველი რაუნდები სწრაფი თამაშის შედეგად მოიგო. Astralis-მა მეტოქის სტილს მალე აუღო ალღო და თამაშის ტემპი კარგი დაცვით დააგდო. ამის შემდეგ დანიელებმა უპირატესობა მოიპოვეს და მხარეების შეცვლისას Astralis ანგარიშით 11-4 იგებდა. ფინელებმა თამაშის შემობრუნება სცადეს, მაგრამ ასტრალის Astralis-ს ტერორისტების მხრიდან შეტევა მეტოქეზე უკეთ გამოსდიოდა. თამაშის დასასრულებლად ანდრეას 'Xyp9x' ჰოისლეთმა ორ მეტოქეს აჯობა, ბომბა დადო და საკუთარ გუნდს პირველი გამარჯვება მოუტანა - 16:11.

მეორე რუკა - Inferno

დიდი ფინალის გადასარჩენად ENCE-ს გამარჯვება სჭირდებოდა, რისთვისაც პირველივე რაუნდებიდან უნდა მოეპოვებინა უპირატესობა, თუმცა ყველაფერი პირიქით მოხდა. სანამ ფინელები ქულას აიღებდნენ, Astralis-მა ზედიზედ 10 ხელი მოიგო. პირველი ნახევრის დასრულებისას, ანგარიში დანიელების სასარგებლოდ 14-1 იყო.

რუკის მეორე ნახევრის დაწყებიდან ENCE-მ რამდენიმე ხელი მოიგო, მაგრამ პირველივე ჯერზე, როდესაც Astralis-ის წევრებმა იარაღის ყიდვა შეძლეს, მათ ქულაც აიღეს და მორიგი ტიტულიც მოიპოვეს.

Astralis-მა Valve-ს მეიჯორი Counter-Strike-ს იტორიაში მესამედ მოიგო. დანიური გუნდი Fnatic-თან ერთად ერთადერთია, რომელსაც სამი მეიჯორი აქვს მოგებული. აქამდე Astralis-ს ELEGUA Atlanta-ს და FACEIT London-ის გამარჯვებული იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდს თანაბარი შედეგი აქვს, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ Astralis-მა ეს ბევრად უფრო დიდი კონკურენციის პირობებში გააკეთა. IEM კატოვიცეზე ისინი ჩემპიონები ისე გახდნენ, რომ არც ერთი რუკა არ წაუგიათ, რაც ფენომენალური შედეგია. დანიელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ CS:GO-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტი გუნდი ჰყავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები