Thumbnail

‘მეორე დღეს უფრო მეტი ფული მოითხოვეს!’ - კალუს მოტაცებული დედა ისევ არ ჩანს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიგერიაში ბორდოს ფეხბურთელის დედა მოიტაცეს
  • სამუელ კალუმ გამტაცებლებს ფული გადაუხადა, მაგრამ მათ მეტი სურთ

ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელი სამუელ კალუ უმძიმეს მდგომარეობაშია. რამდენიმე დღის წინ, ნიგერიაში ბორდოს გარემარბის დედა მოიტაცეს და მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ფულს ითხოვენ.

პოლიციის ოფიციალური ინფორმაციით, ოზურუნი ჯულიეტ კალუ ოთხშაბათს გაიტაცეს - როდესაც ის ნიგერიის სამხრეთში, აბიაში, სახლში ავტომობილით ბრუნდებოდა. გამტაცებლები ბორდოს 21 წლის ფეხბურთელს 36 600 ევროს სთხოვენ.

ფეხბურთელი თანხის გადახდის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ნერვიულობს იმის გამო, რომ შესაძლოა, დედამისი ცოცხალი აღარც იყოს. მან ნიგერიულ გაზეთ Sporting Life-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გამტაცებლების პირველი მოთხოვნა უკვე შეასრულა და მათ 7 320 ევრო გადაუხადა, მაგრამ დედის შესახებ დღემდე მაინც არაფერი იცის.

“როდესაც ფული გადავიხადე, მათგან მთელი ღამე ველოდით რაიმე ინფორმაციას, ან დედაჩემის გამოჩენას. დილით კი დაგვირეკეს და უფრო მეტი ფული მოითხოვეს,” - აცხადებს სამუელ კალუ.

კომენტარები

ბოლო ამბები