Thumbnail
  • ბუდუჩნოსტი 75:69 ზადარი
  • გოგა ბითაძე - 15 ქულა, 3 მოხსნა

ადრიატიკის ლიგაში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტმა ზადარი 75:69 დაამარცხა. არადა, ხორვატული კლუბი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, თუმცა ბოლოსკენ ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა კლასის ხარჯზე იმარჯვა. 20 ტურის შემდეგ ბუდუჩნოსტი 14 მოგებითა და 6 მარცხით მე-2 ადგილზეა, თუმცა მე-3 ადგილზე მყოფ ცედევიტასაც ანალოგიური მაჩვენებელი აქვს. ლიდერობს ცრვენა ზვეზდა 19-1 ბალანსით. 

გოგა ბითაძე არ იყო სასტარტო ხუთეულში, მან 24:32 წუთში 15 ქულა მიითვალა. მან 5-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, ერთხელ გააცუდა 3-ქულიანი ტყორცნა და ჯარიმიდან 10-დან 7 ჩააგდო. მის ანგარიშზე 3 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება და სამი დაკარგვაა. 

11 მარტს გოგას თავისი გუნდის წინააღმდეგ უწევს თამაში - ის ხომ მეგა ბიმაქსის წევრია და ბუდუჩნოსტში იჯარითაა. 11-ში მონტენეგროელები სწორედ ბელგრადში ითამაშებენ მეგა ბიმაქსის წინააღმდეგ. ჯერ ცნობილი არ არის, აქვს კი გოგას თამაშის უფლება. 

მატჩის ჰაილაითები 

კომენტარები

ბოლო ამბები