Thumbnail
  • ქართველი ლეგიონერი სამშობლოში იმკურნალებს
  • 28 სექტემბერს მიღებული ტრავმა ჯერაც მოუშუშებელია

ესპანური მედიის ცნობით, ლა ლიგა 2-ის კლუბმა სარაგოსამ ნება დართო გუნდის ქართველ ლეგიონერს, რომ მან კოჭის ტრავმას სამშობლოში უმკურნალოს. 

ქართველმა ნახევარმცველმა კოჭის ტრავმა სექტემბერში ალბასეტესთან მატჩში მიიღო, მას მერე პაპუნაშვილმა დეკემბერ-იანვარში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ძველი ტრავმა პერიოდულად ახსენებს თავს, ესპანელმა ექიმებმა კი ჯერჯერობით, ვერაფერი გააწყვეს. პაპუნაშვილი თბილისში ეროვნული ნაკრების მთავარ ექიმთან, ტრავმატოლოგ მერაბ ვარძუკაშვილთან იმკურნალეს. გიორგის ბოლო კვირაში საერთოდ არ უვარჯიშია.

სარაგოსაში ვარაუდობენ, რომ ქართველი ფეხბურთელი მაქსიმუმ 10 დღეში დაუბრუნდება "სიუდად დეპორტივას". 

გიორგი ვარჯიშს ჯერ ვერ დაუბრუნდა

კომენტარები

ბოლო ამბები