Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ბრძოლა პლეი ოფში მოსახვედრად

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • XI ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
  • გაიმართა ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის დასკვნითი მატჩი

ფუტსალის ლიგის XI ტურის შეხვედრებს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა. პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები დაუპირისპირდნენ. გუნდებს შორის გამართული პირველი თამაშისგან განსხვავებით, რომლიც თსუ-მ დიდი ანგარიშით 8-2 მოიგო, მატჩი უხვგოლიანი არ გამოდგა. საუნივერსიტეტო დერბი 1:0 დასრულდა. ოცდამეთხუტმეტე წუთზე შაკო კაპანაძის მიერ გატანალი ერთადერთი გოლით თსუ-მ სამი ქულა მოიპოვა.

მეორე შეხვედრაში ივერია 2017 თელასს დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი ფრედ 2:2 დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევარში ენერგეტიკოსებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და საბოლოო ანგარიში 3:11 დაფიქსირდა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთრიკით შოთა თოფურია გამოირჩა, დუბლი შეასრულეს ამირან ცხომარიამ და გიორგი სოზაშვილმა. ივერია 2017-ის სამივე გოლი ლაშა ნამორაძის ანგარიშზეა.

მეთერთმეტე ტური ცენტრალური შეხვედრით დასრულდა. თბილისი ქუთაისის მართვეს დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა მეტოქე. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გოლი ბექა ონიანმა გაიტანა. ერთადერთი საპასუხო გოლი ოთარ ბერეჩიკიძის ანგარიშზეა. ქუთაისელებისთვის შეხვედრა საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო, რადგან მისი მოგება პლეი-ოფის საგზურის განაღდებას უდრიდა. თავის მხრივ, ამ შედეგით დედაქალაქელებმა ოთხეულში მოხვედრის თეორიული შანსი შეინარჩუნეს. სატურნირო ცხრილს 30 ქულით თბილისი ლიდერობს, მეორე ადგილზე 28 ქულით TMC თბილისია. მესამე ადგილს 22 ქულით თსუ იკავებს.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც ილიაუნი პსპ-ს დაუპირისპირდა. მატჩი ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა, თუმცა ოცდამერვე წუთზე უნივერსიტეტელებმა უპირატესობა მოიპოვეს, რასაც ფარმაცევტების მხრიდან ორი საპასუხო გოლი მოჰყვა. თამაშის დასრულებამდე ილიაუნელებმა კიდევ სამი გოლის გატანა მოახერხეს. გიორგი აფციაურის ჰეთრიკი პსპ-ს ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა და მატჩი საბოლოოდ 4:3 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება ფრედ 2:2 დამთავრდა.

კომენტარები

ბოლო ამბები