Thumbnail

დავიდ ვილიამ იაპონიაში პირველი გოლი გაიტანა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვისელ კობე 1:0 საგან ტოსუ
  • დავიდ ვილიას გოლი იაპონიის ჩემპიონატში

დავიდ ვილიას, ანდრეს ინიესტასა და ლუკას პოდოლსკის ვისელ კობემ იაპონიის ჩემპიონატის მე-2 ტურში ფერნანდო ტორესის საგან ტოსუს უმასპინძლა და 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ვილიამ გაიტანა. 'ელ გუახემ' იაპონიის ჩემპიონატში თავი პირველად გამოიჩინა.
 

ვისელ კობე 3 ქულით მე-9 ადგილზეა და მომდევნო ტურში მათი მეტოქე ვეგალტა სენდაი იქნება. საგან ტოსუ ორ ტურში ორი მარცხით ბოლო პოზიციაზეა. ტორესის გუნდი შარშანდელ სეზონშიც ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები