Thumbnail

ბალოტელის ბრწყინვალე მაკრატელა და ვიდეო ინსტაგრამის სთორიში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარსელი 2:0 სენტ ეტიენი
  • 1:0 ბალოტელი (12), 2:0 ტოვენი (21)

მარსელმა ლიგა ერთის 27-ე ტურში სენტ ეტიენს უმასპინძლა და მეტოქეს 2:0 მოუგო. მატჩის მე-12 წუთზე მარიო ბალოტელიმ ტოვენის გადაცემით მაკრატელა გაიტანა და მარსელი დააწინაურა, რის შემდეგაც გოლი თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა და ვიდეო, რომელიც აღნიშვნის დროს გადაიღო, ინსტაგრამ სთორიში ატვირთა.

მეორე გოლი 9 წუთში ტოვენმა გაიტანა და მარსელმა სენ ეტიენი 2:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ამ მოგებით მარსელმა სენტ ეტიენს გადაასწრო და მე-4 ადგილზეა 44 ქულით. სენტ ეტიენს 43 ქულა აქვს და მეხუთეა.

კომენტარები

ბოლო ამბები