Thumbnail

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე პასი MLS-ში | სან ხოსემ მონრეალთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სან ხოსე 1:2 მონრეალი
  • ორივე ქართველმა ლეგიონერმა 90 წუთი ითამაშა

MLS-ის ახალი სეზონი ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსემ მარცხით დაიწყო. ქართველების გუნდი მონრეალთან საკუთარ მოედანზე, 1:2 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში მე-11 წუთზე გახსნეს, ვაკო ყაზაიშვილის გადაცემით მაგნუ ერიკსონმა ისარგებლა და სან ხოსე დააწინაურა. მიუხედავად პირველი გატანილი გოლისა, ყაზაიშვილის გუნდმა მაინც წააგო. მონრეალმა იგნასიო პიატისა და საფირ ტაიდერის გოლებით იმარჯვა.

ქართველებმა მატჩი სრულად ჩაატარეს. სან ხოსე 1:2 დამარცხდა და მომდევნო ტურში მინესოტა იუნაიტედს შეხვდება. მატჩი 10 მარტს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები