- პრაღაში ევროპის ღია პირველობაზე მედლები 7 წონით კატეგორიაში გათამაშდა
- საქართველოს ქალთა ნაკრებმა სამი მედალი მოიგო
საქართველოს ქალთა ნაკრებმა პრაღაში ევროპის ღია პირველობაზე სამი მედალი მოიპოვა. ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78კგ) ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ. მარიამ ჭანტურიამ (-70კგ) ბრინჯაოს მედალი მოიგო.
ეთერ ლიპარტელიანი ფინალში პოლონელ არლეტა პოდოლაკთან წუთსა და 14 წამში იპონით დამარცხდა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალური ბრძოლა ჩინელ მეტოქეს ლამაზი გდებით მოუგო, მაგრამ ფინალში ვეღარ იმარჯვა.
მარიამ ჭანტურიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩინელ სუნ ანქის ჯერ ვაზარი აუღო, ხოლო 8 წამით ადრე მეტოქე იპონით დაამარცხა. სოფიო სომხიშვილი ჩინელ იან უანთან 47 წამში იპონით დამარცხდა.
კომენტარები