Thumbnail

საქართველოს 13 მედალი | გუნდური პირველი ადგილი თურქეთში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მეორე საჭიდაო დღე ანტალიის კადეტთა ევროპის თასზე
  • საქართველომ მეორე დღეს 8 მედალი მოიპოვა

ანტალიაში კადეტთა ევროპის თასის მეორე საჭიდაო დღეს ტატამზე 39 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. 39-დან მხოლოდ რვმა ძიუდოისტმა შეძლო მედლის მოპოვება.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ლაშა მღებრიშვილმა ბრინჯაო მოიგო. მან ყაზახი მავლიდოვ მუჰამედალი დამატებით დროში გაფრთხილებების ხარჯზე დაამარცხა. ამავე წონითი კატეგორიის ფინალში აკაკი ჯაფარიძემ რუსი დიმიტრი ხაჟიევი ბრძოლის დასრულებამდე 8 წამით ადრე იპონით დაამარცხა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, გიზო ღუღუნაშვილმა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში რატი ფერხულს აჯობა. ფინალში თორნიკე ფოლადიშვილმა რუსი ალმაზ ხაჟიევი 30 წამში იპონით დაამარცხა.

მძიმე წონაში ირაკლი დემეტრაშვილი ბრინჯაოს დაეუფლა, ხოლო გიგა ტატიაშვილმა ფინალი წააგო და ვერცხლს დასჯერდა. ნინო გულბანმა 70-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალი წააგო. ქართველი გოგონა მასპინძელ ვანდემირთან დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 13 მედლით დაასრულა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლო ამბები