Thumbnail
  • ბაიერნის ხელმძღვანელები ოლივერ კანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ
  • ლეგენდარულმა მეკარემ კარლ-ჰაინც რუმენიგე უნდა შეცვალოს

მიუნხენის ბაიერნის გეგმები ოლივერ კანთან დაკავშირებით უფრო და უფრო კონკრეტდება. ბავარიული გრანდის პრეზიდენტ ული ჰიონესს სურს, რომ 49 წლის კანმა რეკორდმაისტერის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობა 2020 წლის იანვრიდან დაიწყოს. 67 წლის ჰიონესის მიზანია, რომ კანმა მოგვიანებით დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე შეცვალოს, რომელიც 63 წლისაა. ამ უკანასკნელმა ბაიერნთან ახალი კონტრაქტი დეკემბერში გააფორმა. რუმენიგეს ახალ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლამდე აქვს.

“დიახ, ბაიერნის ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებ. ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. ყველა დეტალს განვიხილავთ,” - განაცხადა კანმა შაბათს, ZDF-ის გადაცემა Sportstudio-ში.

კარლ-ჰაინც რუმენიგე და ოლივერ კანი

ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, კანის საბოლოო თანხმობა ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ოლი: “ბაიერნში 14 წელი ვითამაშე, ბევრი რამ გამოვცადე. ამ გუნდის მადლობელი ვარ.”

ჰიონესს ლეგენდარულ მეკარესთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვს. რუმენიგე ამ გადაწყვეტილებას მიესალმება: “ვფიქრობ, კარგი იდეაა, რომ ოლივერ კანმა მუშაობა დაიწყოს და ერთი წლის განმავლობაში დავაკვირდეთ, რა და როგორ იქნება. პირადად მე მჯერა, რომ ოლი ძლიერი მენეჯერი და ფუნქციონერი იქნება. ის დიდი ფეხბურთელი იყო და ფეხბურთი კარგად იცის. გარდა ამისა, კარგად ერკვევა ფინანსებსა და ეკონომიკაში,” - ამბობს ‘კალე’.

კომენტარები

ბოლო ამბები