Thumbnail
  • მანჩესტერ სიტი უახლოეს მატჩებში კევინ დე ბრუინს ვერ გამოიყენებს
  • ბელგიელი ბორნმუთთან მატჩში დაშავდა

მანჩესტერ სიტიმ ბორნმუთთან მატჩი რიად მაჰრეზის გოლით 1:0 მოიგო, პირველ ადგილზე გადაინაცვლა და ლივერპული წნეხის ქვეშ მოაქცია (იურგენ კლოპის გუნდს დღეს ევერტონთან ურთულესი დერბი აქვს). ლოგიკურად, სიტიში ყველა ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ასე არ არის და ამის მიზეზი კევინ დე ბრუინის ტრავმაა.

ბელგიელი პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს

27 წლის ბელგიელი შემტევი ნახევარმცველი ბორნმუთთან პირველი ტაიმის მიწურულს დაშავდა და თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო. მანჩესტერელთა მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ მაჰრეზი სწორედ მის ნაცვლად შეიყვანა.

წინასწარი ინფორმაციით, დე ბრუინი მანჩესტერულ კლუბს უახლოეს მატჩებში ვეღარ დაეხმარება. კითხვის ნიშნის ქვეშაა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში თამაშიც, რომელშიც სიტი 12 მარტს შალკეს მასპინძლობს. თუმცა, გვარდიოლას გუნდისთვის მისი არყოფნა ამ შეხვედრაში პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან სიტის გელზენკირხენში 3:2 აქვს მოგებული.

კომენტარები

ბოლო ამბები