Thumbnail

PREVIEW | მოსაგები დერბი გუდისონზე - ლივერპულს რთული მატჩი ელის!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 3 მარტი | ⌚ 20:15 | ⚽ ევერტონი V ლივერპული
  • 'მეგობრულ დერბიში' წაგება ლივერპულს შეძლება ძვირად დაუჯდეს...

პრემიერლიგის ოცდამეცხრე ტურის მატჩში, ევერტონი გუდისონ პარკზე ლივერპულს უმასპინძლებს და ე.წ. 'მეგობრულ დერბიში' თანაქალაქელების დამარცხებას შეეცდება. წითლებმა დერბი ბოლოს როი ჰოჯსონის (2010-11) ეპოქაში წააგეს.

ბოლო მატჩს თუ გავიხსენებთ, მარკო სილვას გუნდს მოგება შეეძლო - იერი მინას აცილება, ალისონის სასწაული სეივი და ორიგის კურიოზული გოლი... ეს ის ეპიზოდებია, რამაც საბოლოოდ დეკემბერში ევერტონის მარცხი გამოიწვია.

კლოპის გუნდი უკვე მდევარის როლშია - წითლები სიტის 2 ქულით ჩამორჩებიან და ლიდერობის დასაბრუნებლად უეჭველად მოგება უნდათ. თუმცა ამაში ლივერპულს ყველაზე მეტად ხელი შეიძლება გილფი სიგურდსონმა შეუშალოს, რომელსაც მათ წინააღმდეგ რედინგის, სუონსის და ევერტონის ფორმით 4 გოლი აქვს გატანილი.

'მეგობრული დერბი' სათავეს 1894 წლიდან იღებს, ხოლო პირველი დივიზიონის დონეზე რეგულარულად 1962-63 წლების სეზონიდან თამაშდება. ამ დროის მანძილზე, ორივე კლუბმა ბევრი ეპოქა, წარმატებული, თუ წარუმატებელი წელი გამოიარა > ითამაშე ქვიზი

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს 233-ე მერსისაიდული დერბი იქნება...

⚽ ევერტონს წელს ლიგაში მათზე მაღალ პოზიციაზე მყოფ გუნდებთან 3 ფრე და 8 წაგება აქვს...

⚽ გუდისონზე ბოლო ექვსი მერსისაიდული დერბიდან - 5 ფრედ დასრულდა...

⚽ გილიფ სიგურდსონს წელს 11 გოლი აქვს გატანილი, მათშორის დუბლი გასულ ტურში კარდიფთან...

⚽ ლივერპულიდან კი სადიო მანე გამოირჩევა, რომელმაც ბოლო 6 მატჩში, 6 გოლი გაიტანა...

⚽ ლივერპულმა 28 მატჩიდან, 21-ში წელს გოლი პირველმა გაიტანა...

⚽ ბოლო 4 დერბიდან გუდისონსზე, ოთხივეში 2 და მეტი გოლი გავიდა...

კომენტარები

ბოლო ამბები