Thumbnail

კლაივ ვუდვორდი იტალიას - თუ საქართველოს რომში ვერ მოუგებთ...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ და მწვრთნელმა, სერ კლაივ ვუდვორდმა MAIL ON SUNDAY-იში გამოქვეყნებულ წერილში ექვსი ერის ორგანიზაციას გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემოღებისკენ მოუწოდა.

სერ კლაივ ვუდვორდის წერილი

იტალიამ 6 ერში ბოლო 20 მატჩი წააგო. 6 ერის ხელმძღვანელობამ გავარდნის პრინციპი უნდა შემოიღოს, რათა თამაშები კიდევ უფრო კარგი გახდეს. ‘აძურიმ’ ამ ტურნირზე ბოლოს 2015 წელს მოიგო, რის შემდეგაც 20-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს.

სულ ცოტა ხანში, საფრანგეთთან ბოლო ტურში გასამართი მატჩის შემდეგ, ეს რიცხვი 22-მდე გაიზრდება. ექვსი ერიდან გავარდნა იქნება ‘ტყვია მკლავში’ იტალიელებისთვის და მათი მწვრთნელისთვის - კონორ ო’შისთვის. ექვსი ერის ხელმძღვანელობამ დაწინაურება-გავარდნის პრინციპი უნდა დაუშვას, რაც ჩემს კარგი მეგობარისთვის, კონორ ო’შისთვის, რომელიც იტალიელთა მთავარი მწვრთნელია, სასარგებლოც შეიძლება აღმოჩნდეს.

მე და კონორი ერთ სოფელში ვცხოვრობთ. ის იყო ჩემი ერთ-ერთი ვარსკვლავური შენაძენი ლონდონ აირიშში. როგორი ტალანტიც ჰქონდა თამაშის დროს, ისეთივე ტალანტი აქვს მწვრთნელობისას - მან ეს დაამტკიცა, როდესაც 2012 წელს ჰარლეკინსთან ერთად რამდენიმე ტიტული მოიგო.

მაგრამ ამ შემთხვევაში გაჩუმება არ შეიძლება...

გავარდნა-დაწინაურების პრინციპი იტალიისთვის დიდი დარტყმა იქნება. როდესაც ფიქრობ, რომ არ გავარდები და აქ დიდიხნით ხარ, შენ მხოლოდ მომავალზე ფიქრობ და ნაცვლად დღევანდელობისა.

მათ ერთმატჩიან პლეი ოფში უნდა ითამაშონ. იტალია ამ მატჩს საკუთარ მოედანზე ჩაატარებს. საქართველოს, რუსეთის, რუმინეთის, ესპანეთისა ან რომელიმე იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც რაგბი ევროპაზე გაიმარჯვებს. თუ ისინი რომში ვერ მოიგებენ, ამ შემთხვევაში გავარდებიან. ეს ყოველ წელს მოხდება და თუ ინგლისი ცხრილის ბოლო საფეხურზე გავა, ისინი ვალდებულნი იქნებიან რაგბის ევროპის ჩემპიონს ‘ტვიკენჰემზე’ უმასპინძლონ.

ეს სტილი საფეხბურთო პრემიერლიგას ჰგავს, სადაც გავარდნა-დარჩენისთვის დიდი ბრძოლა მიდის. იტალია 20 წელია ამ საქმეშია. მათ რამდენიმე მატჩი მოიგეს, მაგრამ ინგლისთან შეხვედრა არ მოუგიათ. ეს სისტემა მათ დაეხმარებათ, რათა გამარჯვებულის მენტალიტეტს მიაღწიონ. კონორი მუშაობს, რათა იტალიური რაგბი ყველა დონეზე განვითარდეს. ეს დიდი ამოცანაა და ვფიქრობ, რომ გავარდნის შიში ერთადერთია, რაც იტალიურ რაგბის არჩეული გზიდან არ გადიყვანს.

იტალია ექვს ერში 2000 წელს ჩაერთო, მაგრამ მათ ჰადერსფილდში ვეთამაშეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე 1998 წელს და ახლოს ვიყავით წაგებასთან. საკუთარ მოედანზე 23:15 მოვიგეთ და დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ მაშინ ახლანდელზე უკეთესი მოთამაშეები ჰყავდათ. აძურიში თამაშობდა დიეგო დომინგესი და მასიმო ჯოვანელი. ეს იყო ნაკრები, რომელიც ექვს ერში ეფექტურად თამაშობდა, მაგრამ ეს ნაკრებები ამ მემკვიდრეობას ვერ აგრძელებენ.

ყველა ამბობს, რომ იტალია ვითარდება და იტალიური კლუბები უკეთესები გახდნენ, მაგრამ სხვა ნაკრებები უფრო ვითარდებიან და ეს უფსკრული ამ ნაკრებებს შორის ფართოვდება. როდესაც იტალია 6 ერში შემოვიდა, დიდ საფრთხეს წარმოადგენდა, მაგრამ ახლა ინგლისი იტალიასთან მომავალ კვირას არავითარ შემთხვევაში არ წააგებს.

გავარდნა-დარჩენის თემასთან ერთად გასულ კვირას ყველაზე აქტუალური თემა მსოფლიო ლიგის დაანონსება იყო. მათ ვერ უნდა შეძლონ ისეთი ნაკრებებისთვის პრობლემების შექმნა, როგორიც საქართველო, სამოა, ტონგა და სხვები არიან. 24 წელია რაგბი პროფესიონალურ დონეზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. ამ სპორტს აქვს პოტენციალი, რომ უფრო გლობალური გახდეს და სიტუაცია შერჩევითი არ უნდა იყოს.

მსოფლიოს წამყვანი მოთამაშეებისთვის მსოფლიოს ლიგა არარეალურია. ჯონი სექსტონი, ოუენ ფარელი და კირანი რიდი კარგი და სოლიდური პიროვნებები არიან. ეს ბიჭები ამ ამბავში არ ჩაერთვებიან, მათ უბრალოდ თამაში სურთ. თუ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ, მსოფლიო რაგბი დაფიქრდება. ვიმედოვნებ, რომ დაფიქრდებიან რაგბის მომავლსა და მოთამაშეთა კეთილდღეობაზე.

კლაივ ვუდვორდის გაწვრთნილმა ინგლისმა საქართველო 2003 წლის მსოფლიოს თასზე 84:6 დაამარცხა. ვუდვორდს 'ბორჯღალოსნები' ადრეც დაუცავს და მათ სარაგბო ელიტაში ჩართვაზე უსაუბრია.

კომენტარები

ბოლო ამბები