Thumbnail
  • ლაციო 3:0 რომა
  • იმობილეს მე-12 გოლი სეზონში

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის მთავარი მატჩი "ოლიმპიკოზე" გაიმართა - სიმონე ინძაგის ლაციომ აშკარად დაჩაგრა რომა - 3:0. რომას 44 ქულა რჩება და ის მე-5 ადგილზეა, ხოლო ლაციო 41 ქულით მე-6 ადგილზეა. 

მე-12 წუთზე ფელიპე კაისედომ კორეას პასით გახსნა ანგარიში. 73-ე წუთზე ჩირო იმობილემ პენალტი გამოიყენა, ხოლო 89-ე წუთზე დანილო კატალდიმ მილინკოვიჩ-სავიჩის პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 93-ე წუთზე ალექსანდარ კოლაროვმა წამებში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და რომა 10 კაცით დარჩა. 

ლაციო 3:0 რომა

გოლები: 1:0 კაისედო (12), 2:0 იმობილე (73-პენ), 3:0 კატალდი (89) 

კომენტარები

ბოლო ამბები