Thumbnail

ცენტურიონი ფედერერი! როჯერმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სტეფანოს ციციპასი 4:6, 4:6 როჯერ ფედერერი
  • შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო

დუბაის საჩოგბურთო ტურნირის ფინალში როჯერ ფედერერმა სტეფანოს ციციპასი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა და კარიერაში მე-100 ტიტული მოიგო. როჯერს ციციპასის დასამარცხებლად საათი და 11 წუთი დასჭირდა. ფედერერი ბერძენ ჩოგბურთელს მესამედ შეხვდა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

როჯერმა დუბაის ტურნირი კარიერაში მერვედ მოიგო. ფედერერს დუბაიში ტიტული ბოლოს 2015 წელს ჰქონდა მოგებული, როდესაც ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლია. შვეიცარიელ ჩოგბურთელს 152 ფინალში უთამაშია და 100 ტიტული აქვს მოგებული. როჯერი ნადალს 20 ტიტულით, ხოლო ჯოკოვიჩს 27 ტიტულით უსწრებს.

კომენტარები

ბოლო ამბები