Thumbnail
  • ბელგია 6:46 საქართველო
  • 'ბორჯღალოსნების' 8 ლელო
  • 10 მარტს ქუთაისში საქართველო გერმანიას მასპინძლობს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის III ტურში მილტონ ჰეიგის ნაკრებმა სტუმრად ბელგიის ნაკრები იოლად დაამარცხა - 46:6. სამი თამაშიდან სამი მოგებით მოქმედი ჩემპიონი საქართველო კვლავ ლიდერია. ნაკრებმა ბონუს ქულაც მოიპოვა, ასე რომ 13 ქულით რაგბი ევროპის ჩემპიონატში ერთპიროვნული ლიდერია.  

ამ შეხვედრაში "ბორჯღალოსანთა" კვართით თავიანთი პირველი ლელოები გაიტანეს გურამ გოგიჩაშვილმა, მირიან მოდებაძემ და ზურაბ ძნელაძემ. 

I ტაიმი

🏉 მე-11 წუთზე თედო აბჟანდაძის პასით ლელო გურამ გოგიჩაშვილმა დადო, ეს მისი პირველი ლელოა "ბორჯღალოსნების" კვართით. სოსო მათიაშვილმა გარდასახვა ააცილა - 0:5. 

🏉 23-ე წუთზე გიორგი ნემსაძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და მატჩის მეორე ლელო გაიტანა. სოსო მათიაშვილმა ამჯერად გარდასახვა გაიტანა - 0:12.

🏉 27-ე წუთზე სოსო მათიაშვილის შესანიშნავი პასით ლელო მესამეხაზელმა გიორგი ცუცქირიძემ გაიტანა. მათიაშვილმა გარდასახვა ვერ გამოიყენა - 0:17.

🏉 34-ე წუთზე მირიან მოდებაძემ მარცხენა ფრთიდან ლელო დადო, რაც მისთვის პირველია "ბორჯღალოსნების" კვართით. მათიაშვილმა ამჯერადაც ააცილა გარდასახვა - 0:22. 

🏉 36-ე წუთზე ქართველები ოფსაიდში თამაშისთვის დაჯარიმდნენ და ჰარტსმა საჯარიმო დარტყმით 3 ქულა მოიპოვა - 3:22. 

II ტაიმი

🏉 45-ე წუთზე ჰარტსმა საჯარიმო მას მერე გაიტანა, რაც ბელგიელებმა ლელოს დადების კარგი შანსი ვერ გამოიყენეს - 6:22. 

🏉 63-ე წუთზე ზურაბ ძნელაძემ ლელო მას მერე გაიტანა, რაც ხაზი თედო აბჟანდაძემ "გაჭრა". გელა აფრასიძემ იოლად გარდასახა - 6:29. ძნელაძემაც პირველი ლელო დადო ნაკრების მაისურით. 

🏉 66-ე წუთზე გიორგი ცუცქირიძემ მატჩში მეორე ლელო გაიტანა. აფრასიძემ ამჯერად, გარდასახვა გააცუდა - 6:34. 

🏉 73-ე წუთზე გელა აფრასიძემ ლელო გაიტანა, მაგრამ ვერ გარდასახა - 6:39.

🏉 85-ე წუთზე გიორგი თხილაიშვილმა ქართველთა მერვე ლელო გაიტანა, ხოლო გელა აფრასიძემ მარტივი პოზიციიდან გარდასახვა გაიტანა - 6:46.

ბელგია 6:46 საქართველო

ბელგია 🇧🇪 6:46 🇬🇪 საქართველო რაგბი ევროპის მესამე ტური 🏉

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on შაბათი, 02 მარტი, 2019

საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურის მატჩს 10 მარტს შინ გამართავს, აუტსაიდერ გერმანიას უმასპინძლებს. ეს თამაში ქუთაისში გაიმართება.

ბელგია 6:46 საქართველო

საქართველო: 15. სოსო მათიაშვილი, 14. მირიან მოდებაძე, 13. მერაბ შარიქაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. ზურა ძნელაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. გიორგი ბეგაძე; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ოთარ გიორგაძე.

სათადარიგოები: 16. ვანო კარკაძე, 17. ზურა ჟვანია, 18. ბექა გიგაშვილი, 19. შალვა სუთიაშვილი, 20. ბექა საღინაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. გიორგი აფციაური.

გერმანია 18:26 რუსეთი

კვირა. 3 მარტი

ესპანეთი V რუმინეთი

კომენტარები

ბოლო ამბები