Thumbnail
  • ტოტენჰემი 1:1 არსენალი
  • 'დეზების' პირველი ფრე სეზონში

პრემიერლიგის 29-ე ტურში ჩრილო ლონდონური დერბი გაიმართა - უემბლიზე ტოტენჰემმა არსენალს უმასპინძლა და სეზონში პირველად ითამაშა ფრე - 1:1. 

მე-16 წუთზე არსენალმა კონტრშეტევის წყალობით გაიტანა - ლაკაზეტმა მეკარესთან პირისპირ აარონ რემსი გაიყვანა, უელსელმა უგო ლორისი მოატყუა და ცარიელი კარი დალაშქრა. 

ჰარი კეინმა არსენალს მე-9 გოლი გაუტანა

74-ე წუთზე არსენალის კარში საეჭვო სიტუაციაში დაინიშნა პენალტი, დარღვევა კი იყო, მაგრამ მანამდე ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა ვერ შენიშნა. ჰარი კეინმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის ბოლო წუთზე ობამეიანგის წინააღმდეგ იუხეშეს, მაგრამ პიერ ემერიკმა მატჩის გმირობის შანსი ვერ გამოიყენა, პენალტი უგო ლორისმა მოიგერია. 

95-ე წუთზე არსენალი 10 კაცით დარჩა ტორეირამ როუზის წინააღმდეგ იუხეშა და ის მსაჯმა მოედანიდან გააძევა. 

ტოტენჰემი 61 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო არსენალი 57 ქულით მე-4 ადგილზეა. 
 

საეჭვო პენალტი

საინტერესო ფაქტები

⚽ არსენალი პრემიერლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც სტუმრად კარი მშრალად არ შეუნახია.

⚽ ჰარი კეინმა არსენალს 4 პენალტი გაუტანა. ის 9 გოლით ჩრდილო ლონდონური დერბის ყველა დროის ბომბარდირია.

⚽ აარონ რემსიმ უშუალო მონაწილეობა მიიღო ტოტენჰემის კარში გატანილ ბოლო 4 გოლში (1 გოლი, 3 პასი)

⚽ მაურისიო პოჩეტინომ არც ამჯერად წააგო საშინაო მატჩი არსენალთან - 3 მოგება, 3 ფრე.
ტოტენჰემი 1:1 არსენალი

ტოტენჰემი 1:1 არსენალი

გოლები: 0:1 რემსი (16), 1:1 კეინი (74-პენ)

ტოტენჰემი (3-4-1-2): ლორისი - დ. სანჩესი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი - ტრიპიერი, ვანიამა (59. ლამელა), სისოკო, როუზი - ერიკსენი - კეინი, სონი (79. ლორენტე)

არსენალი (4-2-3-1): ლენო - მუსტაფი, სოკრატისი, კოსიელნი, მონრეალი - გენდუზი (46. ტორეირა), ჯაკა - მხითარიანი, რემსი (72. იოზილი), ივობი - ლაკაზეტი (56. ობამეიანგი)  

კომენტარები

ბოლო ამბები