Thumbnail
  • 📅 2 მარტი | ⌚ 16:30 | ⚽ ტოტენჰემი V არსენალი
  • არსენალი უშუალო მოწინააღმდეგესთან ქულათა სხვაობის შემცირებას შეეცდება

პრემიერლიგის 29-ე ტურის მატჩში, მაურისიო პოჩეტინოს ტოტენჰემ ჰოთსპური უემბლიზე თავის მთავარ მოწინააღმდეგეს - ლონდონის არსენალს უმასპინძლებს, რომელსაც ბოლო 3 შეხვედრიდან, სამივე მოგებული აქვს.

ხოლო სპურსი ბოლო 2 ტურში ჯერ ბარნლისთან, ხოლო შემდეგ ჩელსისთან გასვლაზე დამარცხდა. უნაი ემერის გუნდს იმედი აქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაში მესამე ადგილოსან სპურსთან ქულათა სხვაობას შეამცირებენ (60-56).

ტოტენჰემის ისედაც გადაღლილ შემადგენლობას, დღეს ერიკ დაიერი და დელე ალი დააკლდებიან, ასევე შესაძლოა მატჩი იან ვერტონგენმა და ჰარი უინკსმაც გამოტოვონ. არსენალს დენი უელბეკი, ჰექტორ ბელერინი და რობ ჰოლდინგი დააკლდება.

"ვიცით რას ნიშნავს არსენალთან თამაში, ბევრი ახსნა ამას არ სჭირდება..." - ამბობს მატჩის წინ მაურისიო პოჩეტინო "ჩვენი სურვილი და დამოკიდებულებამ ფანებს მოედანზე უნდა ვაჩვენოთ..." - ამბობს არგენტინელი.

საინტერესო ფაქტები

⚽ მაურისიო პოჩეტინოს არსენალათან სახლის მატჩი არასოდეს წაუგია

⚽ არსენალს სპურსისთვის სეზონში ორივე მატჩი ბოლოს 2013-14 წლებში აქვს მოგებული

⚽ ჰარი კეინმა არსენალს სახლის მატჩებში ბოლო 5 გოლი 30-60 წუთების ინტერვალში გაუტანა

⚽ არსენალმა წელს ბოლო გასვლითი 5 გოლიდან, ხუთივე პირველ 30 წუთში გაიტანა

⚽ დეკემბერის მატჩში ემირატებზე გუნდებმა 8 ყვითელი ბარათი და 1 წითელი მიიღეს

კომენტარები

ბოლო ამბები