Thumbnail

გოგა ბაიერნთან დაბრუნდა - ბითაძე NBA-ს სკაუტებმა კიდევ ერთხელ ნახეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბუდუჩნოსტი 75:89 ბაიერნი
  • გოგა ბითაძე - 2 ქულა, 5 მოხსნა

ადრიატიკის ლიგაზე პარტიზანთან მიღებული ტრავმის შემდეგ გოგა ბითაძე კალათბურთს დღეს დაუბრუნდა - ევროლიგის რეგულარული სეზონის 24-ე ტურის მატჩში ქართველი ცენტრის ბუდუჩნოსტმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 75:89 დამარცხდა. ბუდუჩნოსტი 6-18 ბალანსით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა.

გოგა ბითაძე სათადარიგო ცენტრი იყო, მან მოედანზე 21:55 დაჰყო და მხოლოდ 2 ქულის ჩაგდება შეძლო. მან ორი სამქულიანი ააცილა და ორიდან ერთი ორქულიანი ჩააგდო. ბითაძის ანგარიშზე 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ბლოკია. ბითაძემ 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 3 პერსონალური შენიშვნა მიიღო. 

ამ მატჩს NBA-ს სკაუტები დაესწრნენ, რომლებიც სპეციალურად გოგა ბითაძის თამაშს აკვირდებოდნენ.

მეტი ამ თემაზე

კომენტარები

ბოლო ამბები