Thumbnail
  • მსოფლიო რაგბის ლიგას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა
  • მილტონ ჰეიგმა The Telegraph-თან მსოფლიო რაგბის ლიგაზე ისაუბრა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, მილტონ ჰეიგი მსოფლიო რაგბის იდეას გამოეხმაურა და მსოფლიო რაგბის ლიგის უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. The Telegraph-თან საუბრისას ჰეიგი აცხადებს, რომ მსოფლიო რაგბის ლიგა მეორე ეშელონის ქვეყნებისთვის ღამის კოშმარია და მას არ სჯეროდა, რომ ამ თემის განხილვას დაიწყებდნენ.

მილტონ ჰეიგი: ''მსოფლიო რაგბის ლიგა ჩვენთვის ღამის კოშმარია. ამ ლიგაში 12 ნაკრები ითამაშებს და სხვებს შანსი არ ექნებათ. მეორე ეშელონის ქვეყნებისთვის ეს დიდი იმედგაცრუებაა. თუ რაგბის განვითარება გვინდა, თუ განვითარებადი ქვეყნების წინსვლა გვსურს, ამისთვის მეორე დონის ქვეყნებს: საქართველოს, სამოასა და ფიჯის ტიერ ერთის ქვეყნებთან მეტი სათამაშო დრო უნდა ჰქონდეთ. ჩვენი ვარჯიში ინგლისთან კარგი ამბავი იყო, მაგრამ ასეთი ვარჯიშები მატჩებს ვერ ჩაანაცვლებს.''

ჰეიგის აზრით, საქართველო განვითარებისთვის ბევრს ცდილობს და არამარტო ეროვნულ ნაკრების დონეზე იხარჯებიან ბოლომდე, არამედ ასაკობრივი ნაკრებებიც წარმატებას აღწევენ.

მილტონ ჰეიგი: ''ბედნიერი ვარ ბევრმა მოთამაშემ ხმა აიმაღლა და საპირისპირო პოზიცია დააფიქსირა. მსოფლიო რაგბის ლიგა საქართველოში რაგბის 'ვერ მოკლავს', რადგანაც რაგბის განვითარებისთვის უკვე ბევრი გავაკეთეთ, თუმცა ეს გაანადგურებს იმ აზროვნებას, რომელიც ჩვენი საყვარელი სპორტის მიმართ გვაქვს. გააჩენს უსამართლობის გრძნობას.

კომენტარები

ბოლო ამბები