Thumbnail
  • ორშაბათს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-18 ჩოგანი გახდება
  • როჯერ ფედერერი მე-100 ტიტულისთვის იბრძოლებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა (19) დუბაის საერთაშორისო ტურნირში (ATP, 500-იანი სერია) ორი თამაში მოიგო (ხაჩანოვი, ბაუტისტა აგუტი) და 1/4-ფინალში დამარცხდა (ჩორიჩი). 

ამ თამაშით 27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა $75 170 და 90 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ორშაბათს ნიკა მსოფლიოს რეიტინგში 1865 ქულით მე-18 ადგილზე იქნება. ეს კი მისი კარიერის ახალი მიღწევაა. ბასილაშვილმა რეიტინგში რობერტო ბაუტისტა აგუტი "ჩააჩოჩა", რომელსაც 1/8 ფინალში მოუგო. 

მისი გადასწრების შანსს ავსტრალიელი ალექს დე მინორი ინარჩუნებდა, მაგრამ მან აკაპულკოში 1/4 ფინალში წააგო. 

ნიკას შემდეგი გაჩერება ინდიან ველსშია (აშშ) - 4-17 მარტს იქ BNP Paribas Open გაიმართება, ATP Masters-ის 1 000-იანი სერიის ტურნირი. 

მე-100 ტიტულისთვის

ფედერერმა ჩორიჩი უპრობლემოდ დაამარცხა

დუბაის ტურნირის ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილის დამმარცხებელმა ბორნა ჩორიჩმა ვერაფერი მოუხერხა როჯერ ფედერერს და 2:6, 2:6 დამარცხდა. ახლა მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ფინალში სტეფანოს ციციპასს შეხვდება და თუ მოიგებს, ეს მისი მე-100 ტიტული იქნება კარიერაში. 

კომენტარები

ბოლო ამბები