Thumbnail

ჩემპიონმა სეზონი მოგებით დაიწყო! საბურთალომ ბათუმის დინამო დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საბურთალო 1:0 ბათუმის დინამო
  • 1:0 ოგნიენ როლოვიჩი (80)

ეროვნული ლიგის 2019 წლის საფეხბურთო სეზონის პირველი მატჩი საბურთალოსა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა და მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. მასპინძლებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ერთადერთი გოლი მე-80 წუთზე გაიტანეს.

მონტენეგროელმა ლეგიონერმა ოგნიენ როლოვიჩიმა დიასამიძის დარტყმულს დაამატა და საბურთალოს პირველი სამი ქულა მოუტანა. მონტენეგროელი ლეგიონერი შეცვლაზე შემოვიდა და ეროვნული ლიგის ახალი სეზონის პირველი გოლის ავტორიც გახდა.

მომდევნო ტურში საბურთალო თბილისის ლოკომოტივს ესტუმრება, ბათუმის დინამო კი ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს.

საბურთალო (4-3-3): მიგინეიშვილი - ჩაბრაძე, მარგველაშვილი, კაკუბავა, თევზაძე (64. მალი) - დიასამიძე, ცნობილაძე, ალთუნაშვილი - შინდაგორიძე (73. კი), გოშთელიანი (58. როლოვიჩი), გვარაძე

ბათუმის დინამო (4-3-3): ალავიძე - ჩალაძე, გადრანი, ფაცაცია, მელიავა - მამუჩაშვილი, ტეიდი (61. ილურიძე), მანჯგალაძე - თევდორაძე (74. ცაცქრიალაშვილი), საბანაძე, რამოსი (85. რ. ჭანტურია).

კომენტარები

ბოლო ამბები