Thumbnail

გენო V ლადო 4:3 - პეტრიაშვილის პენჯაბ როიალსმა პრო-ლიგა მოგებით გააგრძელა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ინდოეთის პრო ლიგაში გენო პეტრიაშვილის პენჯაბ როიალსმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ჰარიანა ჰამერსს მოუგო - 4:3.
  • ქართველმა ფალავნებმა თავიანთი ორთაბრძოლები მოიგეს.

16 იანვარს ინდოეთის პრო-ლიგაში ჩვენთვის საინტერესო მატჩი გაიმართა. ჩემპიონი პენჯაბ როიალსი, რომელშიც გენო პეტრიაშვილი ასპარეზობს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ჰარიანა ჰამერსს შეხვდა და 4:3 მოუგო.

გადამწყვეტი გენო პეტრიაშვილის გამარჯვება გამოდგა ინდოელ სუმიტზე. ქართველმა ძალიან იოლად მოიგო - 5:0, 6:0. 

გენო პეტრიაშვილი და პენჯაბ როიალსი პრესკონფერენციაზე

სხვათა შორის, დანარჩენი 3 ქულა პენჯაბ როიალსს ქალმა მოჭიდავეებმა მოუტანეს, ვაჟებმა კი გენოს გარდა წააგეს.

წააგო პეტრიაშვილის თანაგუნდელმა კალე უტკარშმა, რომელიც ხინჩეგაშვილს შეხვდა. ქართველმა ფალავანმა 5:0, 6:4 მოიგო. 

მოკლედ, ჯერჯერობით გენო და ლადო მხოლოდ იგებენ - პეტრიაშვილმა ჩემპიონატის დაწყებიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო, ხინჩეგაშვილმა კი - 2. 

► გენო პეტრიაშვილმა ინდოეთის პრო-ლიგაში ქართველი მეტოქე დაამარცხა

► ქართველები აუქციონზე - პეტრიაშვილი და ხინჩეგაშვილი პრო-ლიგას მოგებით იწყებენ

კომენტარები

ბოლო ამბები