Thumbnail

ფიფას მარათონის ახალი მეფე - არსენალის ფანი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ფიფას მარათონს ახალი მეფე ჰყავს
  • კრისტოფერ კუკმა ახალი რეკორდი დაამყარა

არსენალის ქომაგი - კრისტოფერ კუკი საკუთარ 'კონსოლს' მიუჯდა და ფიფა 2019 48 საათი ითამაშა, რითიც ინგლისელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა.

კუკმა კანადელების - ჯორდან ბლოემანის და სკოტ ფრენსისი რეკორდი დაამხო, რომელთა რეკორდი - 48 საათსა და 5 წუთს ითვლიდა. კუკმა ეს მაჩვენებელი მთელი 44 წუთით გააუმჯობესა.

"ხალხი ფიქრობს, რომ ეს მარტივია, თუმცა გინესის წესები ბევრად რთულია, ვიდრე წარმოგიდგენიათ..." - ამბობს კუკი. "ყოველ 4 საათში ერთხელ ახალი დამსწრე გჭირდებათ + სტიუარდი, რომელიც მთელ პროცესს აკონტროლებს."

"ეს 'სერვისი' კი ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. მე და ჯამში 4 სტიუარდი 3 დღე პაბში ერთად ვიყავით, შესანიშნავი დრო გავატარეთ. არ მინდოდა მათთვის მეტი დრო წამერთმია და ამიტომ მხოლოდ 48 საათსა და 49 წუთზე შევჩერდი."

თუმცა, როგორც აღმოჩნდა 'ფიფას მარათონის მეფე' თამაშის დიდი ოსტატი არ არის "გინესის წესები არ გთხოვს, რომ კარგად უნდა იცოდე თამაში, 17 საათი მატჩი არ მქონდა მოგებული, მაგრამ მთავარია რეკორდის დამყარების დროს ტოტენჰემს მოვუგე."

კომენტარები

ბოლო ამბები