Thumbnail

330 მილიონი დოლარი! MLB-ს ვარსკვლავი სარეკორდო კონტრაქტი აფორმებს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბრაის ჰარპერი ფილადელფიასთან ზღაპრულ კონტრაქტს აფორმებს
  • მისი ანაზღაურება 330 მილიონი დოლარი იქნება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ბეისბოლის სუპერვარსკვლავი ბრაის ჰარპერი ჩრდილოამერიკულ პროფესიონალურ სპორტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდება.

ბრაის ჰარპერის ანგარიშზე 7 სეზონში 184 ჰოუმრანია

mlb.com წერს, რომ 26 წლის ჰარპერი ფილადელფია ფილისსთან გრანდიოზულ კონტრაქტზე შეთანხმდა, რომლის მიხედვითაც, 13 წელიწადში 330 მილიონ დოლარს მიიღებს. გუნდს ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია. ეს, დიდი ალბათობით, მას მერე მოხდება, რაც ჰარპერი სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ბეისბოლის ისტორიაში ეს ყველა დროის ყველაზე დიდი კონტრაქტია.

ბრაის ჰარპერი, რომელიც 2015 წელს ლიგაში საუკეთესოდ (MVP) დაასახელეს, 2012-დან 2018 წლის ჩათვლით ვაშინგტონში თამაშობდა. 7 სეზონში მან 184 ჰოუმრანი დააგროვა.

კომენტარები

ბოლო ამბები