Thumbnail

11 წლის შემდეგ თასის ფინალში! ვალენსიამ ბეტისი დაამარცხა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ვალენსია 1:0 ბეტისი
  • მარსელინოს გუნდი კოპა დელ რეის ფინალში ბარსელონას შეხვდება

ვალენსიამ კოპა დელ რეის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში 'მესტალიაზე' ბეტისს უმასპინძლა, მეტოქე 1:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც ბარსელონას შეხვდება. მარსელინო გარსიას გუნდი პირველ ტაიმში დაცვიდან თამაშობდა. ბეტისმა რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ხაუმე დომენეჩმა ვალენსია ყველა მომენტში გადაარჩინა. პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

ვალენსიამ მეორე ტაიმში გაიტანა: კევინ გამეირომ, რომელიც ამ ორმატჩიანი დაპირისპირების მთავარი გმირი იყო, როდრიგოს საგოლე გადაცემა გაუკეთა და ვალენსიას შემტევმაც ანგარიში გახსნა.

1:0 როდრიგო 56'

ბეტისმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვერ მოახერხა და ვალენსიამ ორი მატჩის ჯამში 3:2 იმარჯვა, რითაც 11-წლიანი პაუზის შემდეგ, კოპა დელ რეის ფინალში გავიდა. ბოლო ფინალი ვალენსიამ 2008 წელს ითამაშა და ხეტაფეს 3:1 მოუგო. ფინალი 'ბენიტო ვილამარინზე', 25 მაისს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები