Thumbnail

ჩინელ LoL-ის მოთამაშეებს Nike ჩააცმევს

ჰარი დრესდენი პროფილის ფოტო
ჰარი დრესდენი
  • Nike-მ და LPL-მა ახალი ხელშეკრულება გააფორმეს
  • კონტრაქტი ვარჯიშის პროგრამებსაც ითვალისწინებს

Nike-მა და ჩინურმა eSports კომპანია TJ Sports-მა დღეს ოთხ წლიანი სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმეს. მომდევნო კვირების მანძილზე მაყურებლები LPL-ის გუნდების მწვრთნელებს, მენეჯერებს, მოთამაშეებს და მსაჯებს Nike-ის მიერ ბრენდირებულ ტანსაცმელში იხილავენ. Nike და LPL ერთობლივად League of Legends-ის Mid-Season Invitational-ის ბრენდირებაზეც იმუშავებენ.

ხელშეკრულება მხოლოდ ამას არ ითვალისწინებს - Nike-მა ჩინეთის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების წევრებისთვის ვარჯიშის პროგრამები უნდა შექმნას, რათა მათ ფიზიკური ჯანმრთელობა და გამძლეობა გაიუმჯობესონ. TJ Sports-ის მიდგომა ასეთია - რეგულარული ვარჯიში, სხვა ბენეფიტებთან ერთად, კიბერ სპორტსმენებს მაღალი ინტენსივობით გამორჩეულ სიტუაციებთან გამკლავების უნარსაც შესძენს. სასპონსორო პაკეტიდან მიღებული თანხა მონაწილე გუნდებს შორის განაწილდება. მსგავსი სისტემა​ მოქმედებს LCS-შიც (ჩრდილო ამერიკის ჩემპიონატი).

TJ Sports არის კომპანია, რომელიც ჩინურმა თამაშების გამომქვეყნებელმა Tencent-მა და LoL-ის დეველოპერმა Riot Games-მა ერთობლივად დაარსეს. კომპანია ელექტრონული სპორტის ბიზნესის მხარეზე აკეთებს აქცენტს და ტურნირების ორგანიზებაში, ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში და მსგავსი სასპონსორო ხელშეკრულებების გაფორმებაშია ჩართული.

პირველადი ინფორმაციით, კონტრაქტის ღირებულება 144 მილიონი აშშ დოლარი იყო, თუმცა გაირკვა, რომ ხელშეკრულება 2022 წლის ჩათვლით დაიდო. ფინანსური საკითხები ამ ეტაპზე საჯარო არ არის, მაგრამ Lanxiong Sports-ის ცნობით, ხელშეკრულების წლიური ღირებულება 7.5 მილიონი დოლარია, რაც მთლიანობაში დაახლოებით 29 მილიონი გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები