Thumbnail

თავისუფალი ჭიდაობა | მწითური ფინალშია, კენჭაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბულგარეთის ტურნირზე საქართველოს ნაკრები 10-კაციანი შემადგენლობით ჩავიდა
  • ტურნირი 28 თებერვალს დაიწყო და 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება

28 თებერვალს ბულგარულ რუსეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანება UWW-ს ეგიდით სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირმა, დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალმა აიღო სტარტი. ტურნირი 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე 10-კაციანი შემადგენლობით, გენო პეტრიაშვილის ლიდერობით გაემგზავრა. 

პირველ დღეს, წარმატებით იასპარეზეს ნიკა კენჭაძემ (79 კგ.) და ირაკლი მწითურმა (92 კგ.). ორივე ფალავანი დამაჯერებლად მივიდა ნახევარფინალამდე. მწითური თურქ ბოლუკბაშის შეხვდა, დაამარცხა მეტოქე და ფინალის საგზური მოიპოვა. კენჭაძე ამერიკელ დიერინგერს დაუპირისპირდა, წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. ფინალური ბლოკი 1 მარტს გაიმართება. 

ფოტო: ჭიდაობის ფედერაციის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები