Thumbnail
  • იტალიელ მწვრთნელთან ერთად, ფულემმა მხოლოდ სამი მატჩი მოიგო
  • ლონდონური გუნდის დროებითი მწვრთნელი სკოტ პარკერი იქნება

ფულემის ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბმა გაწყვიტა თანამშრომლობა კლაუდიო რანიერისთან და შესაბამისად, იტალიელი სპეციალისტი აღარ არის ინგლისური გუნდის მთავარი მწვრთნელი. კლუბის მესვეურებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გუნდი საუთჰემპტონთან გასვლით შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.

ფულემმა სეზონი მძიმედ დაიწყო და თავიდანვე აუტსაიდერთა შორის მოხვდა. 2018 წლის ნოემბერში ლონდონური კლუბის მესვეურებმა სლავიშა იოკანოვიჩი გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერი დანიშნეს. იტალიელის თავკაცობით, ფულემმა 17 მატჩი გამართა და მხოლოდ 3 მოიგო. შედეგად, გუნდს მხოლოდ 17 ქულა აქვს და მე-19 ადგილზეა სატურნირო ცხრილში. ფულემის მთავარი მწვრთნელის პოსტს დროებით გუნდის ექს-ფეხბურთელი, სკოტ პარკერი დაიკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები