Thumbnail

BBC: საქართველო PRO 14-ში შესვლაზე მოლაპარაკებას მართავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილტონ ჰეიგმა BBC SPORT-თან ისაუბრა, რომ მოლაპარაკებები დაწყებულია
  • PRO 14 იდეალური შანსია, რადგანაც 6 ერის კარი ისევ დახურულია

BBC-ს ინფორმაციით, ქართული რაგბის წარმომადგენლები PRO 14-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას მართავენ, რათა ქართული გუნდის საერთაშორისო ასპარეზის ერთ-ერთ გამორჩეულ ტურნირში ჩაებას. 'ბორჯღალოსნები' ევროპის მასშტაბით მეორე დონის ნაკრებებს შორის საუკეთესონი არიან, მაგრამ მათ მაღალი დონის შეხვედრების ჩატარების საშუალება არ ეძლევათ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ სხვადასხვა ლიგებთან მოლაპარაკებების გამართვა უკვე დაიწყო.

მილტონ ჰეიგი: ჩვენ სხვადასხვა ტურნირებში ჩართვასთან დაკავაშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ.

PRO 14 გაზრდის სურვილს ყოველთვის გამოთქვამს. ჰეიგი იმედოვნებს, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქართული გუნდი ამ ტურნირს შეუერთდება.

მილტონ ჰეიგი: ჩვენი შემდეგი ნაბიჯი ფრანჩიზის შექმნა იქნება პრო 14-ში, სუპერ რაგბიში ან ქარი ქაფზე. ბევრი ქვეყნის მსგავსად, რაგბის განვითარებისთვის ტრამპლინია საჭირო. სასურველია, რომ ეს ტურნირი ევროპული იყოს, რადგანაც ასეთი ტურნირები კონკურენტუნარიანი და ეკონომიკურად ეფექტურია.

რას ფიქრობს 6 ერი საქართველოზე?

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 ადგილზეა, 6 ერის დირექტორი, ბენ მორელი ტურნირის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანას გამორიცხავს.

მილტონ ჰეიგი: ასეთი განცხადება საწყენია. იმედია, ოდესმე გარისკავენ და 6 ერის კარგს გააღებენ. მესმის, რომ ფინანსურ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანიც ეს არის, რომ მათ დავანახოთ, რომ ყველა საკითხში შეგვიძლია თავის წარმოჩენა, რათა შემდგომ მეტი ნდობა მივიღოთ.

ჰეიგმა BBC-სთან ინგლისის ნაკრებთან ერთად მიმდინარე ვარჯიშებზეც ისაუბრა: აქ უკვე მეორედ ვართ და შანსი გვაქვს, რომ ინგლისთან ერთად ვივარჯიშოთ. ედი ჯონსისა და ინგლისელების მადლობელი ვარ. ეს არის საოცარი შესაძლებლობა, რომელიც ძალიან სასარგებლოა ჩვენი ნაკრებისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები