Thumbnail

რონალდოს ტრავმა აქვს - იუვეს ლიდერმა გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იუვენტუსის თავდამსხმელმა ბოლონიასთან შეხვედრაში კოჭი იტკინა
  • პორტუგალიელს სამედიცინო გამოკვლევა 28 თებერვალს ჩაუტერდება

ტურინის იუვენტუსის თავდამსხმელ კრიშტიანო რონალდოს მარცხენა კოჭის ტრავმა აქვს, რომელიც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სერია A-ს 25-ე ტურში, ბოლონიასთან შეხვედრაში მიიღო (1:0). 

როგორც ტურინული კლუბის პრესსამსახური იუწყება, 27 თებერვალს გამართულ ვარჯიშზე რონალდომ, დუგლას კოშტას მსგავსად, ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა. 34 წლის პორტუგალიელ ფორვარდი 28 თებერვალს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დაზიანების ხარისხი დადგინდება.

ბოლონიასთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო რონალდო გააკრიტიკეს

არადა, იუვენტუსს წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის - 3 მარტს, სერია A-ს 26-ე ტურის მატჩში, მასიმილიანო ალეგრის გუნდი სტუმრად ნაპოლის დაუპირისპირდება. ტურინელები სატურნირო ცხრილს 69 ქულით ლიდერობენ, კარლო ანჩელოტის შეგირდები კი 56 ქულით მეორე პოზიციაზე არიან.

იუვენტუსის ბანაკიდან გულშემატკივრებმა პოზიტიური ინფორმაციაც მიიღეს - ჯგუფთან ერთად ივარჯიშეს ემრე ჯანმა და მირალემ პიანიჩმა.

კრიშტიანო რონალდომ მიმდინარე სეზონში სერია A-ს 25 მატჩში ითამაშა, გაიტანა 19 გოლი და შეასრულა 10 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები