Thumbnail

პირველი მარცხი დუბაიში - ბასილაშვილი წყვილებში ნახევარფინალს ვერ შეწვდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა ბადეს დაემშვიდობა
  • ერთეულებში ნიკას მეტოქე მალე გაირკვევა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (ATP. 500-იანი სერია) დღის მეორე მატჩი გამართა. ერთეულთა თანრიგის II წრეში ესპანელი მოქმედი ჩემპიონის, რობერტო ბაუტისტა აგუტის დამარცხების (6:7, 6:4, 6:3) შემდეგ, ნიკა რამდენიმე საათში დუბაის კორტებზე კვლავ გავიდა.

ამჯერად, წყვილთა თანრიგის II წრეში ის და ავსტრალიელი მეტიუ ებდენი ჟან-ჟულიენ როიერისა და ჰორია ტეკეუს დუეტს შეხვდნენ. ქართულ-ავსტრალიური წყვილი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 7:5, 6:7 (3:7), 3:10. 

ბასილაშვილი ერთეულთა თანრიგზე გადაერთვება, სადაც მეოთხედფინალშია გასული. მისი მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი (13) იქნება, რომელმაც სამ სეტში ჩეხი ტომაშ ბერდიხი (88) დაამარცხა. 1/4-ფინალური შეხვედრა 28 თებერვალს, სავარაუდოდ თბილისის დროით 20:30 სთ-ზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები