Thumbnail
  • საქართველოსა და ინგლისის ნაკრებების I ერთობლივი ვარჯიში
  • მერაბ შარიქაძე ინგლისურ შეკრებაზე

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბრიტანეთში იმყოფება, სადაც ექვსი ერის მონაწილე ინგლისის ნაკრებთან ერთობლივ წვრთნებს ატარებს. ინგლისელთა თავკაცმა ედი ჯონსმა, შარშანდელის მსგავსად, ექვსი ერის მატჩებისთვის მოსამზადებლად კვლავ მიიწვია "ბორჯღალოსნები". 

ერთობლივი შეკრება ოქსფორდში მიმდინარეობს, ამჯერად, მხოლოდ შერკინებაში არ უვარჯიშიათ. ხვალ ორდღიანი ერთობლივი შეკრების ბოლო სავარჯიშო დღე გაიმართება. 

I დღე. საქართველოსა და ინგლისის ვარჯიში

I დღე. საქართველოსა და ინგლისის ვარჯიში

I დღე. საქართველოსა და ინგლისის ვარჯიში

I დღე. საქართველოსა და ინგლისის ვარჯიში

მერაბ შარიქაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): "ჩამოვედით ინგლისში, როგორც გასულ წელს. ორდღიანი ვარჯიში გვექნება ისეთ ძლიერ ნაკრებთან როგორც ინგლისია.

რას შეგვძენს ეს შეკრება? პირველ რიგში ეს არის საშუალება, გამოვცადოთ ჩვენი თავი ისეთი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, როგორიც ინგლისია. ვნახოთ ჩვენი სისუსტეები და ძლიერი მხარეები.

კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ შეგვიძლია შევადაროთ შარშანდელი ერთობლივი ვარჯიში წლევანდელს, ვნახოთ, რაში მოვუმატეთ და რაში არა". 

კომენტარები

ბოლო ამბები