Thumbnail

ჭიდაობა | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გენო პეტრიაშვილის ლიდერობით

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, კოლოვის და პეტროვის მემორიალი გაიმართება
  • საქართველოს ნაკრები ბულგარეთში 10-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება

28 თებერვლიდან 3 მარტის ჩათვლით, ბულგარულ რუსეში ჭიდაობის მსოფლიო გაერთინაება UWW-ს ეგიდით მორიგი სარეიტინგო საერთაშორისო ტურნირი, დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის მემორიალი გაიმართება.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ტურნირზე 10-კაციანი შემადგენლობით გაემგზავრება. როგორც ჭიდაობის ფედერაცია იუწყება, ნაკრებს მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი წარუძღვება

საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:

57 კგ – გიორგი ღონიაშვილი, ბექა ბუჯიაშვილი
61 კგ – ოთარ გოგავა
65 კგ – გიორგი რევაზიშვილი
70 კგ – ლევან ქელეხსაშვილი
79 კგ – ნიკა კენჭაძე
86 კგ – სანდრო ამინაშვილი
92 კგ – ირაკლი მწითური
97 კგ – ზვიად მეტრეველი
125 კგ – გენო პეტრიაშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები