Thumbnail

'ის, რასაც ფეხბურთში ვაკეთებ, რევოლუციაა' - ვანდა ნარა იკარდისა და ინტერზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • იკარდის ცოლმა და აგენტმა მედიასთან გულახდილად და საინტერესოდ ილაპარაკა
  • ვანდა ნარას თქმით, ფორვარდსა და მილანის ინტერს შორის ყველაფერი მოგვარდება
  • აგენტ ქალს სხვა ფეხბურთელების ცოლები თავიანთ ქმრებთან მუშაობას სთავაზობენ

მაურო იკარდისა და მილანის ინტერს შორის ბოლო დროს არეულ ურთიერთობაში დადებითი ძვრები ჯერ-ჯერობით არ შეიმჩნევა. კაპიტნის სამკლავურის გარეშე დარჩენილი არგენტინელი კი კვლავ მუხლის ტრავმის მიზეზით არ თამაშობს. ამასობაში იტალიური მედია წერს, რომ თავდამსხმელის გადაბირებით იუვენტუსი და ნაპოლი ინტერესდებიან. 

რაც შეეხება კლუბსა და ფეხბურთელს შორის წარმოქმნილი პრობლემის "მთავარ გმირს", იკარდის ცოლი და აგენტი, ვანდა ნარა იტალიელ ჟურნალისტებთან გულახდილად საუბარს არ ერიდება და თავის საქმიანობასა და მაუროსთან ურთიერთობას აღწერს.

მაურო იკარდი და ვანდა ნარა 2014 წელს დაქორწინდნენ

"სიმართლე ისაა, რომ ინტერთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს და ჩვენ აქ ძალიან ბედნიერები ვართ. ვუყურებთ იმას, რა გზები არსებობს წინსვლისთვის და რა თქმა უნდა, ყველაფერი ინტერისა და მაუროსთვის საუკეთესო ვარიანტში გადაწყდება.

ფეხბურთელების ცოლებთან ვმეგობრობ და ისინი დამცინიან, მაგრამ ზოგიერთი მის ქმართან მუშაობას მთხოვს

ყოველთვის ვამბობდი, რომ მაუროს წარმომადგენლად ყოფნა იოლია, რადგან ის ევროპაში ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ის, რასაც მე ფეხბურთში ვაკეთებ, რევოლუციურია. ბევრ ფეხბურთელს აგენტად ნათესავი ჰყავს, მაგრამ ცოლის როლი უფრო შინ ბავშვებთან ყოფნასა და დუმილთან არის დაკავშირებული. აი, რატომ ვარ მე რევოლუციონერი. არაერთი ფეხბურთელის ცოლთან ვმეგობრობ და ისინი დამცინიან. უცნაურია, მაგრამ ბევრი მათგანი მთავაზობს, რომ მისი ქმრის აგენტიც გავხდე, რადგან ხედავს, როგორ ვმოქმედებ და ვიცავ ინტერესებს.

მიყვარს მაურო და მისგან არაფერი მჭირდება

მაუროსთან ურთიერთობაში პრობლემა არც ადრე მქონდა და არც ახლა მაქვს. გამოქვეყნებული ისტორიები გამოგონილია და სინამდვილესთან კავშირი არ აქვს. ერთად მართლა ბედნიერად ვგრძნობთ თავს.

ვანდას პირველი ქორწინებიდან (მაქსი ლოპესთან) 3 ვაჟი ჰყავს, მაუროსთან - 2 გოგონა

სინამდვილეში, ძალიან ძნელია ქალისთვის მამაკაცების სამყაროში ყოფნა, მაგრამ გარემოცვაში მყავს ადამიანები, რომლებიც პატივს მცემენ. მაურო სიმხნევეს მმატებს. ის პირველია, ვინც ჩემი იწამა. დღეს მე გავლენიანი ადამიანი ვარ, თავად გამოვიმუშავებ და ვარ დამოუკიდებელი. მიყვარს მაურო და მისგან არაფერი მჭირდება", - აქვეყნებს ნარას სიტყვებს Gente.

მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები