Thumbnail

ქართველები PRO D2-ის სიმბოლურში - სუთიაშვილს მოგება დაუფასდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მიდი ოლიმპიკმა ქართველი მორაგბეები გამოარჩია
  • შალვა სუთიაშვილი და ბექა შეყლაშვილი PRO D2-ის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში

ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, მიდი ოლიმპიკმა PRO D2-ის 22-ე ტურის შეჯამებისას სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი შეიყვანა: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი) და ბექა შეყლაშვილი (კოლომიე).

ქართველი მორაგბეები 22-ე ტურში კარგად გაისარჯნენ და თავიანთი გუნდების წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს. სუთიაშვილის ანგულემმა მატარაძის და პაპიძის ნევერი 25 ქულით, 40:15 დაამარცხა და ჩემპიონატში მე-10 ადგილზე არიან. შალვა სუთიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეოთხედ მოხვდა.

shalva sutiashvili highlights sa xv - nevers 40-15 Supporters SAXV Charente SAXV Charente Rugby Pro USON Nevers Rugby

Posted by Shalva Sutiashvili - fanclub on კვირა, 24 თებერვალი, 2019

რაც შეეხება შეყლაშვილს, კოლომიემ უშუალო კონკურენტი ბურგ ენ ბრესი დაამარცხა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა, ხოლო ბექამ შეხვედრაში ლელოს დადება მოახერხა. ამ ტურში კიდევ ერთი ქართული ლელო დაიდო. ის ილია კაიკაციშვილის ანგარიშზეა.

მიდი ოლიმპიკის 22-ე ტურის რჩეული ნაკრები

ავტორიტეტული სარაგბო გამოცემიის - "მიდი - ოლიმპიკის" მიერ - წლის მეოთხე სიმბოლური (Y) (Y) Supporters SAXV Charente SAXV Charente Rugby Pro

Posted by Shalva Sutiashvili - fanclub on კვირა, 24 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები