Thumbnail

ლივერპულის ყოფილი ბოსი სავარაუდოდ ლესტერ სიტის ჩაიბარებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ბრენდან როჯერსი პრემიერლიგაში ბრუნდება?
  • კლუბი ჩრ.ირლანდიელი გადმობირებას აპირებს...

ლესტერ სიტი სელტიკის მთავარი მწვრთნელის - ბრენდან როჯერსის გადაბირებას ცდილობს. თუმცა ამბობენ, რომ ჩრდილო ირლანდიელს სეზონის ჩამთავრება გლაზგოში, მესამე შიდა ტრებლით სურს.

კლუბმა კლოდ პუელი რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა და პრემიერლიგის ყოფილი ჩემპიონი ახალ მწვრთნელს მოკლე ვადებში ეძებს, რისთვისაც კინგ ფოვერ სტედიუმზე მიაჩნიათ, რომ როჯერსი ამ საქმისთვის საუკეთესო კანდიდატურაა.

ლივერპულის ყოფილი მწვრთნელის კონტრაქტში, საკომპენსაციო თანხა - 5 მილიონ ფუნტს შეადგენს, რის გადახდასაც ლესტერი აპირებს. მთავარი მწვრთნელი მედიის წინაშე დღეს საღამოს, წინასამატჩო პრესკონფერენციის ფარგლებში წარდგება.

თუ როჯერსმა კლუბი შუა სეზონში დატოვა, სელტიკს კლუბის ყოფილი კაპიტანი და მწვრთნელი - ნილ ლენონი ჩაიბარებს (დროებით მაინც), რომელიც რამდენიმე დღის წინ ჰიბერნიანიდან წამოვიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები