Thumbnail

ტრიუმფის დღე დუბაიში - ბასილაშვილმა კიდევ ერთხელ მოიგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ბასილაშვილმა წყვილთა თანრიგში დღის სენსაცია მოახდინა
  • რანდევუ ბაუტისტა აგუტთან

დუბაიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (ATP. 500-იანი სერია) ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ დღეში ორი გამარჯვება იზეიმა - ნიკამ ჯერ ერთეულთა თანრიგში მე-4 ნომრად განთესილი კარენ ხაჩანოვი (რუსეთი. 12) დაამარცხა - 6:4, 6:1, შემდეგ კი ავსტრალიელ მეტიუ ებდენთან ერთად წყვილთა ბადეში დიდი სენსაცია მოახდინა. 

წყვილთა ბადის პირველ წრეში ბასილაშვილმა და ებდენმა რეივენ კლაასენისა და მაიკლ ვინუსის დუეტი დაამარცხეს - 7:6 (7:4), 3:6, 10:3. ამით ბასილაშვილი და ებდენი მეოთხედფინალში გავიდნენ. 
რაც შეეხება ერთეულთა თანრიგს, გაირკვა ნიკას მორიგი მეტოქე - ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა (18) ორ სეტში ინდოელი რამკუმარ რამანათანი დაამარცხა - 6:4, 6:3. 

27 თებერვალს ქართველი ჩოგბურთელი ესპანელს მერვედფინალში დაუპირისპირდება. აქამდე მათი ორი დაპირისპირება ბაუტისტა აგუტის გამარჯვებით დასრულდა - 2017 წელს მონაკოში და 2015-ში უიმბლდონზე. სხვათა შორის მიმდინარე რეიტინგში ბასილაშვილი უკვე მე-18 ადგილზეა და სწორედ ბაუტისტა აგუტს უსწრებს. ესპანელისთვის ბასილაშვილთან თამაშს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, წაგების შემთხვევაში ის ტოპ 20-ს დაემშვიდობება. 

შეგახსენებთ, რომ დუბაის "დიუთი ფრი" ჩემპიონშიპი ATP-ის 500-იანი სერიისაა და მისი  საპრიზო ფონდი $2.73 მილიონია.

კომენტარები

ბოლო ამბები