Thumbnail
  • ADIDAS Next Generation ტურნირი და ქართველები
  • ბითაძის გუნდმა ფინალი მოიგო
  • სანდრო მამუკელაშვილი ტურნირის ხუთეულში შეიყვანეს

ქართულ კალათბურთში ნიჭიერი მოთამაშეების ახალი თაობა მოვიდა, რომელთა შორისაც გამორჩეულები არიან გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი. გოგა ევროლიგის საუკეთესო ახალბედა და ნაკრების ერთ-ერთი შეუცვლელი წევრია, ხოლო მამუკელაშვილი NCAA-ში საკმაოდ ძლიერი კლუბის მოწინავე მოთამაშეა, რომელმაც ასევე მოასწრო ეროვნულ გუნდში თამაში. 

ბევრისთვის შესაძლოა, მოულოდნელი იყოს, რომ ამ ორი კალათბურთელის გზები ჯერ კიდევ 2015 წელს გადაიკვეთა. 

ეს იყო რომში, სადაც ADIDAS Next Generation ტურნირის რეგიონალური ფინალი გაიმართა ევროლიგის ეგიდით. ეს იყო ევროლიგის ADIDAS Next Generation-ის საკვალიფიკაციო ტურნირი (4-დან ერთ-ერთი), რომლის გამარჯვებულიც ძირითადი ტურნირის საგზურს მოიპოვებდა. ტურნირში 8 გუნდი მონაწილეობდა.

ფინალში რომაული სტელაძურა და სერბული მეგა ლეკსი გავიდნენ. პირველის ღირსებას სანდრო მამუკელაშვილი იცავდა, მეგა ლეკსში კი გოგა ბითაძე თამაშობდა. ერთიც და მეორეც მაშინ 16-16 წლის იყვნენ, ზოგიერთ თანაგუნდელზე 1-2 წლით უმცროსები. 

ფინალში ორქულიანი სხვაობით ბითაძის მეგა ლეკსმა გაიმარჯვა - 73:71 და ძირითადი ტურნირის საგზურიც მოიპოვა (საბოლოოდ ტურნირის MVP ლუკა დონჩიჩი გახდა). 

მართალია, გამარჯვება გოგას გუნდს დარჩა, მაგრამ ორ ქართველში სანდრომ უფრო ეფექტურად ითამაშა - ის სტელაძურას სასტარტოში იყო და 24:38 წუთში 13 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მეტი ვერ ითამაშა, რადგან 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო.

ბითაძე სათადარიგო იყო, 15:08 წუთში ქართველმა 5 ქულა, 4 მოხსნა, 2-2 დაფარება და ჩაჭრა, ასევე 1 პასი მიითვალა. 

სანდრო (#13) ტურნირის გუნდში დაასახელეს

ტურნირის პირველ ხუთეულში სანდრო მამუკელაშვილი დასახელდა. ტურნირის გუნდი კი ასეთი იყო: ალეკსანდარ არანტინოვიჩი (მეგა ლეკსი), ალესანდრო პაიოლა (ვირტუსი), სანდრო მამუკელაშვილი (სტელაძურა), ნემანია დინჩიჩი (მილანო), აბლაიე სოუ (უნიკახა). არც გოგა დარჩა აღიარების გარეშე - ის ტურნირის მეორე გუნდში დაასახელეს.

გოგა (უკანა პლანზე) თანაგუნდელებთან ერთად ზეიმობს

ბითაძე V მამუკელაშვილი. 2015 წელი 

კომენტარები

ბოლო ამბები