Thumbnail

ბასილაშვილის ბრწყინვალე სტარტი - ნიკამ კარენ ხაჩანოვი ორ სეტში დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 6:4, 6:1 კარენ ხაჩანოვი
  • ბასილაშვილის მე-6 გამარჯვება სეზონში 

დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანი გახდა, რაც 26 წლის ჩოგბურთელის კარიერის ახალი მიღწევაა. ქართველმა წარმატებით დაიწყო დუბაის საერთაშორისო ტურნირზე ასპარეზობა, მან მე-4 ნომრად განთესილ კარენ ხაჩანოვს (რუსეთი. 12) ორ სეტში მოუგო - 6:4, 6:1. 

ნიკამ საკმაოდ იოლად იმარჯვა, მატჩი მხოლოდ საათსა და 11 წუთს გაგრძელდა. ბრძოლა პირველ სეტში იყო, როცა 5:4-მდე მეტოქეებმა თავიანთი მოწოდებები მოიგეს. ამის შემდეგ ნიკამ ხაჩანოვის მოწოდებაზე მესამე ცდიდან გაახერხა ბრეიკი და სეტიც მოიგო. მეორე სეტში ბასილაშვილის უპირატესობა აშკარა იყო. ასე რომ, ამ ჩოგბურთელებს შორის ურთიერთშეხვედრებში ქართველი 3:2 დაწინაურდა. 

მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი რობერტო ბაუტისტა აგუტსა (ესპანეთი. 18) და "უაილდ ქარდით" მიწვეულ ინდოელ რამკუმარ რამანათანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ეს მატჩი დღეს მოგვიანებით გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ დუბაის "დიუთი ფრი" ჩემპიონშიპი ATP-ის 500-იანი სერიისაა და მისი  საპრიზო ფონდი $2.73 მილიონია.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 კარენ ხაჩანოვი

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 კარენ ხაჩანოვი • ქართველის ბრწყინვალე გამარჯვება 🇬🇪❤😍

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 25 თებერვალი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები