Thumbnail

წიტაიშვილმა ოლიმპიაკოსი დააინტერესა - გიორგი იუვენტუსთან გამორჩეული იყო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კიევის დინამოს 18 წლის ნახევარმცველით ბერძნული ოლიმპიაკოსი დაინტერესდა
  • უკრაინული მედიის ცნობით, კიევის კლუბი თავის ტალანტს იოლად არ დათმობს  
  • ცნობილია, რომ გიორგის მომავალში საქართველოს ნაკრების ღირსების დაცვა სურს 

კიევის დინამოს ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა და გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშს აპირებს, ბერძნული ოლიმპიაკოსი დაინტერესდა.

როგორც sportime.gr იუწყება, პირეოსის კლუბი, რომელიც ევროპალიგის 1/16-ფინალიდან სწორედ კიევის დინამომ გამოთიშა, ნიჭიერი ახალგაზრდა ნახევარმცველზე სერიოზულად ფიქრობს.

გიორგი წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟა

როგორც ირკვევა, ბერძნებს 18 წლის წიტაიშვილის თამაში უეფას ახალგზარდულის ლიგის 1/16-ფინალში, კიევის დინამოსა და ტურინის იუვენტუსის ახალგაზრდული გუნდების მატჩში (3:0) მოეწონათ და კიეველებისგან მასზე ინფორმაცია გამოითხოვეს.
 
წყაროს ცნობით, ოლიმპიაკოსს ძალიან გაუჭირდება გიორგის ხელში ჩაგდება, მისი მაღალი ფასისა და სხვა კლუბების ინტერესის გამო. ამავდროულად, უკრაინული წყაროები წერენ, რომ საეჭვოა კიევური კლუბი თავის ერთ-ერთ ტალანტს იოლად შეელიოს, რომელსაც სამწვრთნელო შტაბი ნელ-ნელა მთავარ გუნდს აჩვევს.

წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, კლიმენტი წიტაიშვილის ვაჟი - გიორგი ისრაელში დაიბადა, უკრაინის მოქალაქეა და ამ ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში გამოდის. 

გიორგიმ ცოტა ხნის წინ კიევის დინამოსთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2023 წლამდეა გათვლილი. 

წიტაიშვილმა კიეველთა მთავარ გუნდში მიმდინარე სეზონის ერთ მატჩში ითამაშა - ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, იაბლონეცთან. უეფას ახალგაზრდულ ლიგაში მის ანგარიშზე 5 მატჩში 2 გოლია.

კომენტარები

ბოლო ამბები