Thumbnail

სამიდან სამი - ლევან გორგაძე ბაშოს ლიდერთა შორისაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ლევან გორგაძემ სამიდან სამი ორთაბრძოლა მოიგო. 
  • თეიმურაზ ჯუღელმა 2018 წელს პირველი გამარჯვება იზეიმა.
  • პირველად წააგო დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ. 

ტოკიოში წლის პირველ ბაშოზე შესანიშნავად ჭიდაობს ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი).

მესამე დღეს მან მესამე გამარჯვება იზეიმა. ამჯერად, ტოჩინოშინმა ყოფილი სეკივაკე ოკინოუმი იორიკირის ილეთით დაამარცხა. 

ჰაცუ ბაშოზე დაუმარცხებელი (3-0) ბალანსით 8 სუმოისტია. ტოჩინოშინის გარდა ლიდერთა შორის არის დიდი ჩემპიონი კაკურიუ. აი, დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ კი მოულოდნელი მარცხი განიცადა, მას პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი მოერია.

იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელმა წინა სამ ბაშოზე სულ 2 მარცხი იგემა. 

ქართველი ტოჩინოშინის ბალანსი ჩემპიონ ტაკაიასუსთან - 6:8.

ბაშოზე ტოჩინოშინის მეოთხე მეტოქე უკვე ძალზე სერიოზულია - ოძეკი ტაკაიასუ (3-0) ბალანსი. 

ბაშოდან მოიხსნა მონღოლი ტერუნოფუჯი, მიზეზი მეორე ტიპის შაქრის დიაბეტია.

ძურიოს დივიზიონში პირველი გამარჯვება იზეიმა თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ), მან მე-7 ნომერი სადანოუმი დაამარცხა ცუკიოტოშის ილეთით.  

III დღე, ყველა ორთაბრძოლა

კომენტარები

ბოლო ამბები