Thumbnail

საქართველოს ფუტსალის ლიგა | დრამატული მატჩი ქუთაისში

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 2018-19 წლების სეზონის მე-10 ტური დაძაბული და სანახაობრივი  მატჩით დასრულდა
  • ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მე-6 ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა

ფუტსალის ლიგის  2018-19 წლების სეზონის მე-10 ტური დაძაბული და სანახაობრივი  მატჩით დასრულდა. ქუთაისის სპორტის სასახლეში მართვემ TMC თბილისი მიიღო და დრამატულ მატჩში 3:4 დამარცხდა.

ანგარიში მე-5 წუთზე გურამ ხაჭაპურიძემ გახსნა და მართვე დააწინაურა, მე-15 წუთზე კი სხვაობა გიორგი ტიკურიშვილმა გააქვითა. მედიკოსებმა დაწინაურება მეორე ტაიმის დასაწყისშივე მოახერხეს, 38-ე წუთისთვის კი სამი ბურთის სხვაობით შეძლეს წინ გასვლა, 4:1. ვითარება შეხვედრის ბოლო წუთზე შეიცვალა, როდესაც მატჩის დასრულებამდე  26 წამით  ადრე  მართვეს  მოთამაშემ  ოთარ ბერეჩიკიძემ  დუბლის გაფორმება და  სხვაობის მინიმუმამდე შემცირება მოახერხა 4:3. 

ქუთაისში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ბსუ-მ  ივერია 2017-ი უხვგოლიან დაპირისპირებაში  6:5 დაამარცხა. მთელი მატჩის განმავლობაში მცირე უპირატესობას ბსუ ფლობდა, განსაკუთრებით დაძაბული კი შეხვედრის ბოლო წუთები იყო, როდესაც თბილისურ გუნდს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან სამი გატანილი გოლით გოჩა გაბუნია გამოირჩა, ივერიადან კი საუკეთესო ლაშა ნამორაძე იყო.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ფუტსალის ლიგა 2-ის მეექვსე ტურის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ილიას და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში თსუ-მ 1:0 იმარჯვა და ცხრილში ლიდერის პოზიცია გაიმყარა. ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი ლუკა ჭუმბურიძე გახდა, რომელმაც ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრაც თსუ-ს გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები